EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დრუიდების ჰოროსკოპი - წაბლი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი:
თარიღი: 2013-07-20 23:44:03
( 15.05 --- 24.05, 12.11 --- 21.11)
წაბლი ძალიან ლამაზია, დეკორატიულიც კი, მაგრამ არ ცდილობს თავისი მიმზიდვველობით ირგვლივ მყოფნი დაიპყროს. საჭიროებს სივრცეს, სავსეა სიცოცხლითა და ძალით. გააჩნია სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა, რომლის ყოველი დარღვევა მისთვის უნებლიე პროტესტის სტიმულია. იგი მზადაა ყოველი საშუალებით დაიცვას თავისი სიმართლე, მიუ ხედავად იმისა, თუ რა მოყვება ამას. მტრულად ეკიდება ანგარიშიანობას, ყოველგვარ ტაქტიკურ და დიპლომატიურ ხრიკებს. რითაც ხშირად უნებლედ აჯანყებს ადამიანებს თავისი წინააღმდეგ. სხვებთან ურთიერთობაში მოუქნელობის გამო უხდება ბევრი საქმიანობის გამოცვლა და ბევრი იმედგაცრუების გადატანა, რაც დიდხანს ახსოვს, რადგან ფრიად მგრძნობიარე და შთაბეჭდილებიანია.
მიუხედავად სიბეჯითისა და თავშეკავებისა, ჯიუტი არ არის. აქვს უნარი იყოს წინდახედული, რის გამოც ჩვეულებრივ მატერიალური პრობლემები არ გააჩნია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზნეობის წესებს და მიუხედავად განსაზღვრული მგრძნობელობისა ხშირად მიდრეკიელება პურტანიზმისაკენ აქვს. მოულოდნელია მისი მიდრეკილება ცხოვრებისეული კომფორტისაკენ. ხანდახან ახდენს ცხოვრების უუნარო ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ არაკეთილგანწყობისა და უნდობლობის შედეგია.წაბლი მეტისმეტად ჯიუტია და უტეხია, ამიტომ უჭირს ურთიერთგაგების მიღწევა და ხშირად არაკეთილსინდისიერი ადამიანის სახელით ინათლება. შეიძლება ეს დაკავშირებულია მის მიდრეკილებასთან შეაცბუნოს ადამიანები. მოითხოვს ბევრ სიყვარულს, მაგრამ თვითონ შეუძლია ნამდვილად მხოლოდ ერთხელ შეიყვაროს, ამიტომ უჭირს ბედნიერების მონახვა. სიყვარულის მოთხოვნილება და ამავე დროს შიში, რომ შეიძლება იგი არ შეიყვარონ, ართულებს მის ურთიერთობას პარტნიორთან. მისი კომპლექსები გამომწვევ მოქმედებაში ვლინდება და ხშირად გაუგებარია ირგვლივ მყოფთათვის.გონებრივი ცხოვრება - ცოცხალი და კონკრეტული, ეყრდნობა დაკვირვებებს. ნიჭიერია, სწრაფი და ზუსტი, მაგრამ აქვს ოცნებისა და ფილოსოფიური განსჯისადმი მიდრეკილება. მის ცხოვრებაში ბევრი რამ დამოკიდებულია გარშემომყოფებზე. ნიჭიერების სრულ განვითარებას აღწევს მხოლოდ მაშინ, როცა თავის ახლობლებში თანაგრძნობასა და გაგებას დაინახავს.
წაბლის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებები: გამბედაობა, რეალიზმი, დაკვირვებულობა და შორსმჭვრეტელობა, ორგანიზატორული ნიჭი.
წაბლის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ვოლტერი, რუსო, ბალზაკი, ჰენრი ფონდა, პიურ კიური, ლომონოსოვი, სტივენსონი.