EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დრუიდების ჰოროსკოპი - რცხილა »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი:

თარიღი: 2013-07-20 23:50:16

დრუიდების ჰოროსკოპი - რცხილა

(  04. 06 – 13.03,     02.12 -  11.12)   

          

ლამაზი  ხეა,  მაგრამ  განსაკუთრებული მომხიბვლელობა  არ   გააჩნია.  ახალგაზრდობისას  ხშირად  ძალიან  ლამაზია,  მაგრამ   დროთა  განმავლობაში  ამ  თვისებას კარგავს.   რცხილა  მის  გარშემო  არსებულ   სამყაროს  ქედმაღლურად  ეკიდება.  ესაა  ესთეტის  ტიპი.   მის  ყურადღებას  უფრო   ფორმა  იპყრობს,  ვიდრე  შინაარსი.  პირად  ცხოვრებაში  უფრო  საკუთარი უპირატესობა  აინტერესებს.

დისციპლინისა  და მორჩილების  გამოკვეთილ  მიდრეკილებას  ამჟღავნებს.  უყვარს  წარჩინება,  ოცნებობს  ჯილდოებსა  და  პატივზე,  სხვებისაგან  მისი  პიროვნებით  აღტაცებას  მოითხოვს.   ყველაზე   უფრო  მოსწონს   დადგენილ  წესრიგს  დაემორჩილოს,  ამიტომ  ინიციატივას  იშვიათად  ავლენს.   გადაწყეტილებას   რომ  იღებს, თან  ახლავს  შეცდომის  შიში.  ამასთან   ახასიათებს  პასუხისმგებლობისა   და  სამართლიანობის  გრძნობები.   საერთოდ  მიღებული  წესებისაგან   გადახვევა  არ უყვარს.  უხალისოდ  სცილდება   სწორ,  გაკვალულ  და   შემოწმებულ  გზას.  სიფრთხილეს  იჩენს ახალი  იდეებისადმი,  ამავე  დროს   წინააღმდეგია  დებულებისა  ,,სულ  ერთია“.

  სიყვარულში   გამოირჩევა   დიდი  პატიოსნებით,  გრძნობას  განიხილავს  როგორც  საპასუხისმგებლო  საქმეს.   საყვარელი  და  საამო  პარტნიორია,  მაგრამ  თუ  ცხოვრება  აიძულებს  აირჩიოს  სიყვარულსა  და ვალდებულებას  შორის,  როგორც  წესი  მეორეს  ამჯობინებს.

რცხილის  ნიშნის  ქვეშ   დაბადებულთა   თვისებებია:  ინტელექტუალურობა,  ინტუიცია,  ფანტაზია,  არტისტიზმისადმი  მიდრეკილება.

რცხილის  ნიშნის  ქვეშ   დაიბადნენ:  კორნელი,  მიუსე,  თ. მანი, პ.  გოგენი,  ა.  ხაჩატურიანი,  შუმანი,  უ.  დისნეი,  მარიამ  სტიუარტი,  ჰორაციუსი,  რობერტ  კოხი.