EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დრუიდების ჰოროსკოპი - ლეღვი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი:

თარიღი: 2013-07-21 00:04:20

დრუიდების ჰოროსკოპი - ლეღვი

( 14. 06  -  13. 06,  12. 12 – 21.12)

ეს  ხე  დელიკატურია,  მეტყველი  ნაკვთები  აქვს,  ლამაზი  არაა,  მაგრამ  შეუმჩნეველი არ  რჩება.  ლეღვის  ხე  რამდენადმე შთამბეჭდავია,  აქვს  კომპლექსები,     ყველგან  და  ყოველთვის  ვერ  გრძნობს  თავს  კარგად.   მოითხოვს  სასიცოცხლო   სივრცესა  და  სითბოს. შეუფერებელ   პირობებში  ჭკნება  და  ძნელად  იტანს  სიძნელეებს. როცა  ნაღველი  და მწუხარება  დაეუფლება,  ხმება.  ასეთ  პირობებში  მისი  დამცველი  სისტემა სუსტდება  და მეტად  ყურადღებით  უნდა  მოვექცეთ,  ხე  რომ  არ  დაიღუპოს.

  აქვს  ძლიერად  განვითარებული  ოჯახური  გრძნობები.  მისთვის აუცილებელია  მუდმივი  კონტაქტი   ახლობლებთან  მაშინაც  კი,  როცა  მათ  არ  შეუძლიათ  ამის  დაფასება  და  ლეღვის იმედების  გამართლება. აქვს  სტაბილურობის  მოთხოვნილება,  თუმცა  თვითონ  ბევრ  რამეში  არცთუ  ისე  მყარია.  ხასიათი   ემოციური  და  შემწყნარებელია. ხშირად  ამისათვის  სულიერ  სიმშვიდესა   და ცხოვრების  სიხალისეს  სწირავს. მით  უმეტეს,  რომ ავლენს  ცდუნებისადმი  წინააღმდეგობას.  თუმცა  მერყევია (  უფრო  მეტად  ფიქრებში),  მაგრამ  ცდილობს   ზუსტად  შეასრულოს  ყოველდღიური   ვალდებულებანი.  მას  შეიძლება  მიენდო. მუშაობს  ბეჯითად ,  თუმცა  სულის  სიღრმეში   ზარმაცია. იმპულსურია,  აღსავსეა კეთილი  ზრახვებით,  მაგრამ  მთელი  მისი ცხოვრება  მიმდინარეობს   საკუთარ  სისუსტეებთან  ბრძოლაში.  ლეღვი  რეალისტია,  ყოველთვის საქმიანი  და ფხიანია. ეს  ხე ნამდვილი  საგანძურია ახლობელთათვის.  მას  კარგი  ნაყოფი  მოაქვს.  დარგეთ  თქვენს  ბაღში  და  კარგად  მოუარეთ -  არ  ინანებთ.  იგი  იმათ  რიცხვს  განეკუთვნება,  ვისთანაც  დაქორწინება  ღირს,  მაგრამ  ნუ  ელოდებით  მისგან  სასწაულებს,  იგი  არ  მიეკუთვნება  რომანტიკულად  შეყვარებულთა  რიცხვს.  მარტივ  გრძნობებს  უფრო  მაღალ  შეფასებას  აძლევს,  ვიდრე  ,,რაღაც  ფანტაზიებს’’.   ყოველი  უკომპლექსო  ხე,  რომელიც  გაუგებს  მას,   კარგად  შეეთვისება.  მაგრამ,  ყურადღება:  ლეღვი მეტისმეტად წყენიაა.

ლეღვის  ნიშნის  ქვეშ  დაბადებულთა  თვისებები: იმპულსურობა, პრაქტიკული  ჭკუა, დაკვირვების  უნარი,   რეალიზმი,  ორგანიზატორული  ნიჭი.

ლეღვის  ნიშნის  ქვეშ  დაინადნენ:  ჰ. ჰაინე, ბეთჰოვენი,  ე.  პიაფი, ბრანდტი, ჰ.  გარსია  ლორკა, გრიგი, სტრავინსკი.