EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-21 17:57:13

21/07/13 16:56

საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა მარგვეთის ეპისქოპსა და მრევლს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.განცხადებაში ნათქვამია,რომ ისინი საქმის კურსში არიან შექმნილია დაძაბული ვითარება შესახებ/ ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ რომელმაც სპატრიაქოს განცხადება გააცნო მედიას განაცხადა,რომ ორივე დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი იყო ჩამობრძანებული პატრიარქთან და საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა. "პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტლებას", აღნიშნა ქორეპისკოპოსმა. აქციის მონაწილეები რომლებიც მოითხოვენ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ვახტანგის ეპარქიიდან აღკვეთას აცხადებენ რომ, ამ საკითხის განხილვა საპატრიარქოში უკვე შედგა, თუმცა არა მეუფე, არამედ ის სასულიერო პირები დასაჯეს, ვინც მეუფეს სდებდნენ ბრალს. აქციის მონაწილეებს პატრიარქის იმედი აქვთ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.