EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კვერცხების ცვენა ბათუმში ნაციონალების პრაიმერის წინ და ერთი დაკავებული (2 ვიდეო) »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-22 01:59:10

ბათუმის შერატონთან მიმდინარე აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე დააკავეს. სასტუმროსთან ყოფილი პოლიტპატიმრები და აფხაზეთიდან დევნილები არიან შეკრებილები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერის ბათუმში გამართვას აპროტესტებდნენ. 

მიმდინარე აქციის დროს, მერაბ გორგაძემ მიხეილ მაჭავარიანის მისამართით კვერცხები ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

როგორც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერიან თელიამ განაცხადა მერაბ გორგაძე დაკავებულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქციის კიდევ ერთი მონაწილე მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. ღოღობერიძე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დაწყებამდე "შერატონთან" არსებული პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. მოგვიანებით, მან პოლიციას "შერატონის" ტერიტორიაზე შესვლა კიდევ ერთხელ სთხოვა, ის პოლიციამ გაატარა, თუმცა, შემდეგ დააკავეს.