EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დრუიდების ჰოროსკოპი - მუხა »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-22 03:26:18
( 21.3 )
სიცოცხლით, ძალითა და სილამაზით არის აღსავსე, მასში სუსტი არაფერია. მოძრაობები ამაყი და ღირსებით სავსე აქვს, თავისი სოლიდური გარეგნობით ადამიანებში პატივისცემას იწვევს. აბსოლუტურად ჯანმრთელია, რაც მისთვის მნიშვნელოვნია, რადგან ვერ იტანს სისუსტესა და ავადმყოფობას, სისხლის დანახვას კი შეუძლია გულყრა მოჰგვაროს. მეტად გაბედულია, მაგრამ მისი ვაჟკაცობა მეტად სულიერი თვისებებიდან არ მოდის, რამდენადაც მეტისმეტად სიამაყისაგან. არ სურს, რომ მშიშარად ჩათვალონ, და მძაფრ გარემოებებზე ადრიანად საჭიროზე მეტად მკვეთრად რეაგირებს. თავშეკავებულსა და ნებისყოფიანს, ჩვევად არ აქვს გადაუხვიოს ადრე მიღწეულ გადაწყვეტილებას და, როგორც წესი, ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. მაგრამ მის ჯიუტობას აგრეთვე ცუდი მხარეები აქვს: მუხას არ შეუძლია მოქნილი იყოს და ეს შეურიგებლობა საზრუნავს უმატებს. ბევრს მიაღწევდა, რომ ცოტათი მაინც მისდევდეს დიპლომატიას. თვითონ დამოუკიდებელიც არის და მეტიც. ვერ იტანს ვერავითარ შეზღუდვებს და მისი მოქმედება ხშირად თვითნებობის საზღვარზეა. მიუხედავად ამისა, პატივს სცემს სხვების აზრსა და დამოუკიდებლობას. ალერსიანი და სტუმართმოყვარეა. მეგობრობაში თავდადებული, მაგრამ სიყვარულში ყოველთვის ასეთი არაა. არამყარი არსებაა, ხშირად მორიგი გატაცების მსხვერპლი ხდება. დარწმუნებულია რა, რომ ,,ახლა ეს სამუდამოა’’. ქორწინაებაში დროთა განმავლობაში შეუძლია დადინჯებაც. მტკიცედ დგას ფეხზე, თითქოს შეზრდილია გარემოსთან, აგრძელებს და ავითარებს ჩამოყალიბებულ სიტუაციებს. არ მიისწრაფვის ცვლილებებისაკენ, პირიქით, სხვების მოქმედებით გამოწვეული ცვლილებების უკმაყოფილოა. იგი კონსერვატორია. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეუძლია უანგარო მოქმედებები, ყოველთვის თავისი სარგებელი ახსოვს და მთელ ყურადღებას პირადი პრობლემებისაკენ მიმართავს. სხვისი ცხოვრება მას არ აინტერესებს. მუდამ კონკრეტულ საქმეებშია ჩაფლული, აზროვნებს ნათლად და საქმიანად, არის მოქმედების ადამიანი, არ აკლია ინტუიცია. განეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც მიუხედავად გარემოებისა, ,,არ ღალატობენ“ თავიანთ ინტერესებს. ჩვეულებრივ, თავის ახლობლებს უზრუნველყოფს მდიდრული ცხოვრებით.
მუხის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებები: შეუპოვრობა, მოქმედებათა სიზუსტე, პრაქტიკული ჭკუა, რეალიზმი, დაკვირვების უნარი, ორგანიზატორული ნიჭი.
მუხის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ი. ს. ბახი, ბენიტო ხუარაზი.
მოამზადა_ ლელა სოსელიამ