EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დრუიდების ჰოროსკოპი - არყი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-22 03:29:32

მოქნილი  და  არისტოკრატული,  მსუბუქი,  სასიამოვნო  ერთობლივ  ცხოვრებაში.  სარგებლობს  რა  წარმატებით,  არასოდეს  ბოროტად  არ  იყენებს  ვინმეს თავაზიანობას,  შეუძლია იყოს  დელიკატური  და  თავშეკავებული,  არავის  ახვევს  აზრს  თავის  სიმპატიებს  და  განწყობილებებს,  არც  არაფერს  ითხოვს  და  არც  არაფერი  სწადია. პურიტანიზმამდე   მორიდებულია,  მაგრამ   ყოველთვის  ელეგანტურია. ყოველგვარი  მორალიზების  გარეშე.  ზომიერებისა  და  მოთმინების  უსაზღვრო  გრძნობის  პატრონია.  ერთადერთი  რასაც  ვერ  იტანს  -  ვულგარულობაა.  მისთვის უცხოა  ფუფუნება  და   ყოველგვარი  მოჩვენებითობა.  სნობიზმის  ნატამალიც  კი  არ  გააჩნია.  ყველაზე  დიდი  სიამოვნებით  იცხოვრებდა  სოფელში,  მაგრამ  შეუძლია  ყოველგვარ  ადგილს  შეეჩვიოს,  ოღონდ  ჰქონდეს  მშვიდად  მუშაობის  პირობები.  მიუხედავად  ნატიფი  გარეგნობისა,  არყის  ხე  შრომაში  იზრდება  და  შრომა უყვარს.  მისი  მორიდებული  და  მშვიდი  ხასიათი  განსაზღვრავს  მის  მიდრეკილებას მშვიდი  სიყვარულისადმი.   სენტიმენტალურია,  არ  ეშინია  მეტისმეტად ვნებიანი გრძნობებისა. ლოიალური   და  თავდადებულია, აქვს  უნარი   სახლში  ოჯახური  ბედნიერებისა   და   მყუდროების  ატმოსფერო  შექმნას.  ხანდაან  ცოლ-ქმრულ  ურთიერთობას   რამდენადმე    წინადაუხედავად  ეკიდება.  მაგრამ  არასოდეს   არ  ნანობს  თავის  არჩევანს.  არყისათვის  ყველაზე  დამახასიათებელია  ინტელიგენტურობა.  მისი  წარმოსახვის    ძალასა   და   გამომგონებლობას   ნამდვილად  საზღვარი  არ  აქვს. სამუშაოს  ყოველთვის  შემოქმედებითად  აღიქვამს.  უნარი  შემოქმედებითად -  შემოქმედებითად  იაზროვნოს და  თავისი  აზრი  ცხოვრებაში  გაატაროს,  შეერთებული  შრომისუნარიანობასთან  ყოელნაირ  გზას  უხსნის.  თუმცა  შეუძლია  მოღვაწეობის  ყველა  სფეროში  იღვაწოს,  მეტ  წარმატებას  აღწევს   ხელოვნების  დარგში. ნაკლებად  გულღიაა,  ეს  მისი  ერთადერთი  ნაკლია. მაღალი  საზოგადოების  ცხოვრება,  კონტაქტები  გავლენიან  პირებთან  მის  ყურადღებას   არ  იპყრობს.  არყის  ხე  ხშირად  ბედნიერია.  ის  ხომ  ასე  ცოტას  ითხოვს  ცხოვრებისაგან -  მისთვის  საკმარისია  მოყვარული   გული  და კარგი  ბიბლიოთეკა.

არყის  ნიშნის  ქვეშ  დაბადებულთა  თვისებები: ხასიათის   სირბილე, სინთეზი, ინტუიცია,  ფანტაზია.  არყის  ნიშნის  ქვეშ  დაიბადნენ:  გუტენბერგი,  მატეიკო, სტრელეცკი. 

მოამზადა_ ლელა სოსელიამ