EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დრუიდების ჰოროსკოპი - ზეთისხილი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-22 03:33:38
( 23.9 )
დიდი არაა, ხანდახან უშნოსა და ლამაზის საზღვარზეა, მაგრამ მიმზიდველობა არ აკლია, ხშირად აწუხებს რევმატიზმი, ამიტომ ძალიან უყვარს მზე და განიცდის უმზეობას. გაწონასწორებულია, მშვიდია, სრულებით არ არის აგრესიული და ყველაფერი ეს იმის წყალობით, რომ არ სურს ცხოვრება გაირთულოს. შეუძლია იყოს მომთმენი. თუმცა ცხოვრებაზე თავისი შეხედულებები აქვს. უშვებს იმის შესაძლებლობასაც, რომ სხვებსაც ჰქონდეს საკუთარი აზრი. სხვის საქმეებში არასოდეს ერევა. ზეთისხილი იმდენად დელიკატურია, რომ ადვილად შეიძლება გულგრილობაც დააბრალოთ, მაგრამ სავსებით არაა გულგრილი. პირიქით, თუ აუცილებელია, ყველას შეუძლია დახმარებისათვის მას მიმართოს. ყოველგვარ სიტუაციებში მის ბაგეებს ღიმილი არ შორდება, ხშირად იმის გამო, რომ თავდაჭერის უნარი აქვს, მაგრამ უპირველესად იმიტომ, რომ უაზრობად მიაჩნია ნერვული სისტემის მოშლა. უნარი აქვს ირგვლივ მყოფთ გადასდოს თავისი სიმშვიდე და უშფოთველობა.
თუმცა ზეთისხილი კეთილი და გულითადია, იმდენი ჭკუა და გონება გააჩნია, რათა არავის მისცეს უფლება ექპლუატაცია გაუწიოს მის სითეთრეს. გამოირჩევა სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობით. ყველაფერი ესმის, შეუძლია შევიდეს სხვის მდგომარეობაში და მისთვის დამახასიათებელი მიუკერძოებლობა აიძულებს თავისი თავი დაივიწყოს. ეს იცის და წინასწარვე ურიგდება, ამიტომ უყვართ დ აფასებენ მას. თუმცა თვითონ არაფერს აკეთებს იმისათვის რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოს. მათთან ურთიერთობაში თავშეკავებულია. სიყვარულში ზეთისხილი ცდილობს რომ ეჭვიანი არ იყოს. პატივს სცემს პარტნიორის დამოუკიდებლობას, თუნდაც ამის გამო ჩუმად იტანჯებოდეს. ხანდახან დიდ დათმობებზე მიდის. თვით საკუთარი სიყვარულის დათმობაზეც კი. მაგრამ ეს სრულიად არ ლაპარაკობს მის სისუსტესა და მორჩილებაზე. უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ზეთისხილისათვის სიმშვიდეა. გამოირჩევა დიდი ინტელიგენტურობით, დიდ დროს უთმობს დაფიქრებას, უყვარს კითხვა, სწავლა და თავისი ჰორიზონტის გაფართოება, თუმცა საგანგებოდ არ მიისწრაფვის ამისაკენ, მაგრამ ყოველთვის იზიდავს ყურადღებას და ხანდახან სახელოვანიც კი ხდება. განეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, ვიცას ირგვლივ მყოფთათვის სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვთ, თავიანთ შემდეგ კეთილ ხსოვნას ტოვებენ.
ზეთისხილის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებები: განსჯათა სისწორე, ანალიტიკური გონება, დედუქციისა და რეფლექსიის უნარი.
ზეთისხილის ნიშნის ქვეშ დაიბადა: იმპერატორი ავგუსტუსი.
მოამზადა_ ლელა სოსელიამ