EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დრუიდების ჰოროსკოპი - წიფელი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი:
თარიღი: 2013-07-22 03:37:37
( 21 - 22. 12)
ტანადი და ლამაზია. იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ღრმად მოხუცებულობამდე ცხოვრობს და ინარჩუნებს ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელ თვისებას. ინარჩუნებს კარგ ფორმას, მოხდენილ სილუეტს, მოძრაობის სიმარდესა და მოქნილობას. ყოველთვის მოვლილია, თავისებურ სიკეკლუცესაც არ გაურბის. თუ ხელსაყრელ პირობებში მოხვდა, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ყველა დარგში. ავლენს მოქნილობას და გამომგონებლობას ყოველგვარ სიტუაციაში. უამრავი გეგმა აქვს, რომლებსაც წარმატებით ანხორციელებს. არ იძლევა საშუალებას გზიდან გადააცდინოთ. შეუძლია კარგად მოაწყოს თავისი ცხოვრება.
ხანდახან გულუხვობის ,,შეტევა’’ მოსდის, თუმცა ჩვეულებრივ ანგარიშიანია და თავის ბიუჯეტს უშეცდომოდ აწესრიგებს. არც თუ ისე უყვარს თავისი საკუთრების განაწილება, ეკონომიურად ხარჯას მას.
წიფელი პატიოსანი არსებაა, გააჩნია მრავალი სოლიდური თვისება, ყველაფერს აწონ-დაწონის, წინასწარ გაითვალისწინებს და შემთხვევითობას არასოდეს აჰყვება. სიყვარულში ფანტაზია არ ჰყოფნის. იდეალური ქმარია ( ცოლია). ცდილობს ეყოლოს შვილები, სამაგალითოდ მოაწყოს ოჯახი, კარგად გაატაროს შვებულება. მოწიფულ ასაკში შეიძლება ერთი- ორი თავგადასავალი გარდახდეს, ისიც უფრო იმიტომ რომ ცდილობს თავისთავსა და სხვებს დაუმტკიცოს, რომ იგი კვლავ ახალგაზრდა, მიმზიდველი და მხნეა. ინტელიგენტურია, გააჩნია ორგანიზატორული ნიჭი და ჯანსაღი გონება. გამოკვეთილი მატერიალისტია. პირველ ყოვლისა სურს მდიდარი იყოს, შემდეგ, თუ შესაძლებელია - ბედნიერი.
წიფლის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებები: დაკვირვებულობა, სიზუსტე, ორგანიზატორული ნიჭი, რეალიზმი.
წიფლის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: პუჩინი, სტალინი.
მოამზადა_ ლელა სოსელიამ