EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-24 00:06:38

2013-07-23 00:07

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა საცხოვრებელ სახლში თავი ჩამოიხრჩო. გიორგი ოქროპირიძე ოჯახის წევრებმა სახლის სარდაფში თოკზე ჩამოკიდებული, იქვე მდგარი სკამი კი წაქცეულ მდგომარეობაში ნახეს. შემთხვევა გორში მოხდა. 29 წლის გიორგი ოქროპირიძე რამდენიმე საათის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, დღის ოთხი საათისთვის კი ოჯახმა ის გარდაცვლილი იპოვა. ექსპერტთა წინასწარი დათვალიერებით ცნობილი გახდა, რომ ოქროპირიძე რამდენიმე საათის დაღუპული იყო. 29 წლის გიორგი ოქროპირიძე კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ბინიდან შესასწავლად უკვე წაიღეს მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი. როგორც ოქროპირიძის მამა აცხადებს, მის შვილს პრობლემები არ ჰქონია და მომხდარის მოტივი მისთვის გაუგებარია. პოილიციამ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის სუიციდის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.