EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სირიაში შეტაკების დროს კიდევ ერთი პანკისელი მებრძოლი დაიღუპა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-24 00:17:51
2013-07-24 00:20
სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის არმიას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, პანკისელი მებრძოლი, 26 წლის აბუ აბდულლაჰი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. აბუ აბდულლაჰი დედით ქისტი და მამით ჩეჩენია. ის ბოლო წლებში ოჯახით პანკისის ხეობიდან თავშესაფრის მოთხოვნით ავსტრიაში გადავიდა, სადაც იქაური მოქალაქეობა მიიღო.აბდულლაჰმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც ყველა მუსლიმს მოუწოდებდა ჩართულიყო ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. მისი განცხადებით, მუსლიმებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ვიდრე ოდესმე. აბდულლაჰი აცხადებდა, რომ ყველა მუსლიმის ვალია ამ ომში მონაწილეობა, რადგან სირიის ამჟამინდელი მთავრობა უმოწყალოდ ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს.დაღუპულის ოჯახის ცნობით, აბდულლაჰს დღეს სირიაში მებრძოლთა საერთო სასაფლაოზე დაკრძალავენ.შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, სამთავრობო ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მებრძოლი პანკისიდან, აბდულ-მალიქ მუთოშვილი, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა. მუთოშვილიც სირიაში მებრძოლთა საერთო სასაფლაოზეა დაკრძალული.