EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს ნიშნები და ვინ როგორ უნდა შემოვირიგოთ »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: DEMI
თარიღი: 2013-07-24 02:48:15
როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს ნიშნები და ვინ როგორ უნდა შემოვირიგოთ
კონფლიქტურ სიტუაციებში, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვანაირად იქცევიან და მათ შემოსარიგებლადაც შესაბამისი გზების მონახვაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება გაითვალისწინოთ რჩევები რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, მანამ სანამ რომელიმე აბეზარს თავში წაუთაქებთ გაბრაზებული.. რა იცით, იქნებ მორიელია
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ახლა კი მივყვეთ რიგითობით
ვერძი გააბრაზეთ? ბუ ჰე ჰე ჰე , ვერძის გაბრაზებას რა უნდა? ვერძები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ფეთქებად და ფიცხ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან. თუმცა მათი გაბრაზება ძალზე ხანმოკლეა. თუ გაბრაზებულ ვერძს ნახევარი საათით მოერიდებით, როცა ისევ გამოჩნდებით ჰორიზონტზე მას გაბრაზების მიზეზიც კი აღარ ემახსოვრება. თუმცა სამაგიეროდ, თქვენ გემახსოვრებათ დიდხანს, გაბრაზებულ გულზე რომ ჭიქა გამოგიქანათ იმის შედეგად შუბლზე გაჩენილი კოპი.
კუროს გაბრაზება ძალზე ძნელი საქმეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, როგორც მამრები ისე მდედრები, შესშურად მყარი ნერვული სისტემით და მოთმინების გასაოცარი უნარით გამოირჩევიან. მაგრამ კუროს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ამიტომ დადგეს შეიძლება დღე როცა მისი მრისხანება ვულკანივით იფეთქებს. აი ამ დროს კი სასწრაფოდ აითესეთ!
აი ნევროტიკი ტყუპები კი დღეში რამოდენიმეჯერ აწყობენ სცენებს, თავისთვისაც და სხვისთვისაც. ტყუპი გასაოცარი მიმბაძველობით გამოირჩევა, ამიტომ მისი ბრაზიც იმიტირებულია და მალე ავიწყდება ხოლმე რაზეა საერთოდ გაბრაზებული. ასე რომ ტყუპის რისხვის ნუ შეგეშინდებათ, მათ "მოკლე მეხსიერება" აქვთ.
აი თუ ვინმეს განაწყენებას უნდა ერიდოთ, ერთერთი ამ სიაში კირჩხიბია. მაგრამ ამ ადამიანებს ისეთი სათუთი ფსიქიკა და "ბუტია" ხასიათი აქვთ, სულ რომ ფეხის წვერებზე იცუნცულოთ მათ წინ, მაინც შეიძლება გული მოივიდეთ რამეზე. აი წყენას კი კიბო, დიდხანს, ძალიან დიდხანს, შეიძლება ითქვას საშვილიშვილოდ შეინახავს გულში და თუ დრო და მომენტი მიეცა ოსტატურად ჩაგავლებთ თავის შურისმაძიებელ საცეცებს.
ლომის გაბრაზება კი ატომური ბომბის აფეთქებას გავს,
ოღონდ ყოველგვარი "პაბოჩნი ეფექტების" გარეშე . ლომმა როგორც წესი მხოლოდ ღრიალი იცისდამაჯერებელი, თორემ ღრიალს იქეთ, წყენა მალე ავიწყდება, ხომ იცით ლომები კატისებრთა ოჯახებს განეკუთვნებიან, ამიტომ ერთი ორი ტკბილი სიტყვა და მოფერება კისრის მიდამოებში საკმარისია რომ ლომი შინაურ ფისოდ იქცეს თქვენ ხელში.
რაც შეეხება ქალწულს, ის ზოდიაქოს ერთერთი "სტაჟიანი ბოღმაა". ამასთან ერთად ცივსისხლიანი და მეთოდური. ამიტომ ნუ ეცდებით ამ თავისი საქმით დაკავებულ, მშრომელ ადამიანს თვალში უშნოდ გაეჩხიროთ, თუ გაგაკრიტიკათ, მისი რჩევები გაითვალისწინეთ, პირიქით მის კრიტიკას კი ნამდვილად არ გირჩევთ. თორემ შეიძლება ერთ დღეს თქვენ მიერ ხელმოწერილ საბუთებში ისეთი შეცდომა აღმოაჩინონ მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეთ ქალწულის განაწყენება.
სასწორებს გაბრაზება ნაკლებად გამოსდით, თუ მაინც გამოსდით და დიდი ხნით ვერა, ისიც ისეთი სახით ბრაზობენ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომ ვერც აღიქვამთ მათ გაბრაზებას. სილამაზის და ჰარმონიის მფარველი ვენერას შვილებს, სასწორებს სძულთ ყველანაირი უხეშობა, აყალმაყალი და ჩხუბი,ამიტომ შეეცადეთ მათთან დავა დიპლომატიური გზით მოაგვაროთ.
თუ ვინმეს გადამტერებას და გაბრაზებას უნდა ერიდოთ, ეს მორიელია.მერე რა რომ თქვენ თავხედურ გამოხტომებს და ხმის აწეულ ტონს საოცარი სიმშვიდით ხვდება, ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის იქეთაც თქვენთვის გამზადებული ეშაფოტის კონსტრუქციას აშენებს შურისმაძიებელი მორიელი. მისი შურისძიება კი მერწმუნეთ, დიდი ხნის მერეც ეფექტურად დაგეწევათ გზაში, თან ყველაზე არასასურველ დროს და ადგილას.
მშვილდოსნის გაბრაზება კი საახალწლოდ ჰაერში გაშვებულ ფეიერვერკს წააგავს. აფეთქდება, ახმაურდება, ახტება-დახტება-გადახტება, იხტუნებს ერთ ხანს და მერე ნელ ნელა მოუკლებს წიოკს. სანამ საბოლოოდ არ დაავიწყდა რაზე გაგიბრაზდათ. თუმცა სანამ ბრაზობს, უმჯობესია ბასრი, მჭრელი და ბლაგვი საგნები მოარიდოთ. მაინც ცეცხლის ნიშანია, რა იცი რა წამოუვლის თავში?
აი სერიოზულობის განსახიერება, თხის რქა კი "დასტოინად" და გრაციოზულად ბრაზდება. ზოგადად მისი წყობიდან გამოყვანა ძალზე რთული საქმეა. ის უბრალოდ ძალზე ჯიუტია საიმისოდ რომ თქვენ ხრიკებზე წამოაგოთ და გააბრაზოთ. თუ მაინც გააბრაზეთ, მაშინ აჯობებს სამსახურში ბარგის ჩალაგება დაიწყოთ, რადგან თქვენზე განაწყენებული თხის რქა, აუცილებლად ეცდება თქვენი სოციალური რეპუტაცია შელახოს ოსტატურად, ამიტომ აჯობებს სხვა სამუშაო ეძებოთ ან თხის რქას ბოდიში მოუხადოთ.
მერწყულის გაბრაზება? რას ამბობთ? ამ ადამიანების გაბრაზება ფაქტობრივად შეუძლებელია, უფრო იქეთ უშლიან ისინი ნერვებს სხვას. ხოლო საკუთარი ნერვები კი ამის ხარჯზე მშვენიერ ფორმაში აქვთ. მერწყული ბუნებით ჰუმანისტია, ამიტომ მისი გაბრაზება რთულზე რთული საქმეა, თუ მაინც გააბრაზეთ, გულში ბოღმას მაინც არ ჩაიდებს და თქვენ მიმართ მალე ისევ მეგობრულად იქნება განწყობილი.
რომ ამბობენ "თევზივით პირში წყალი აქვს ჩაგუბებულიო"ეს გამოთქმა ზოდიაქოს ნიშნით თევზებს ნამდვილად არ ეხებათ. ამ ადამიანებმა ჩუმი მაგრამ ძალზე საშიში გაბრაზება იციან და ამ თავისი თევზურად წყალჩაგუბებული პირით, მშვენივრად შეუძლიათ სათქვენოდ დიიიდი შავი პიარიც კი ააგორონ. ჰოდა ღირს ეხლა მათი წყენინება?