EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები 26 მილიონი ლარით შემცირდა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-24 13:25:16

2013-07-24 13:54

I კვარტალში საბიუჯეტო შემოსავლების წლიურმა კლებამ 26 მილიონი ლარი შეადგინა. „საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტმა 1,646 მლრდ ლარის შემოსავლები მიიღო და 1,411 მლრდ ლარის ხარჯები დააფინანსა.საბიუჯეტო შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით შემცირებულია. შარშან იანვარ-მარტში ბიუჯეტმა 1,672 მლრდ ლარის შემოსავლები მიიღო. შესაბამისად, წლიურ გამოსახულებაში შემოსავლები 26 მლნ ლარით არის შემცირებული.საბიუჯეტო შემოსავლების ძირითადი წყარო აკრეფილი გადასახადებია, რომელთა მოცულობამ წელს პირველ სამ თვეში 1,554 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო შარშან უფრო ნაკლები, 1,498 მლრდ ლარი. შემცირებულია გრანტები, შარსანდელი 99,3 მლნ ლარიდან 56,6 მლნ ლარამდე და ასევე „სხვა შემსოავლები" - 74,9 მლნ ლარიდან 56,6 მლნ ლარამდე.რაც შეეხება საბიუჯეტო ხარჯებს, შარსანდელ იანვარ-მარტთან შედარებით ასევე შემცირებულია. შარშან ბიუჯეტმა 1,48 მლრდ ლარის ხარჯები გასწია.