EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უსუფაშილმა პრეზიდენტის ვეტო დაძლეულ კანონპროექტებს ხელი მოაწერა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-25 17:38:35
2013-07-25 17:30
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "მაუწყებლობის შესახებ" და "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტო დაძლეულ კანონპროექტებს ხელი მოაწერა. პარლამენტის სპიკერმა კანონპროექტებს ხელი ბიუროს სხდომაზევე მოაწერა და აღნიშნა, რომ პროექტები საკანონმდებლო მაცნეს დღესვე გადაეგზავნება და კანონები დღესვე გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაატო, რომელიც პარლამენტმა დაძლია და რომლის თანახმადაც, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს თანანმდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ნაცვლად პრეზიდენტისა. რაც შეეხება "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-მდე მცირდება.