EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელი გადასცა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-26 03:17:17

2013-07-26 03:17

2013 წლის 23 ივლისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კახა იმნაძემ რწმუნებათა სიგელი გადასცა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს.

ცერემონიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს პირადი ჩართულობისათვის საქართველოში კონფლიქტის დარეგულირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებში. საუბრისას ხაზი გაესვა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნული ფორმატის მომავალში შენარჩუნების აუცილებლობას.

შეხვედრის დასასრულ, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე საქართველოსა და გაეროს შორის ურთიერთობების გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით.