EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რაზე მეტყველებს წარბების ფორმა?! »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-26 21:43:42

ხშირად ადამიანის წარბების ფორმა მის ხასიათზე მეტყველებს. ფორმა განსაზღვრავს განსხვავებული პიროვნებების თვისებებს, აზროვნების სტილს. ქვემოთ გაეცნობით განსხვავებული ფორმის წარბებს და მათთან დაკავშირებული პიროვნებების თვისებებს.
 

რკალისებრი წარბი: 
სილამაზეზე მეტყველებს. რკალისებრი წარბის მქონე ადამიანის ცხოვრება დატვირთულია კარგი, პოზიტიური მომენტებით. ის სხვებთან ჰარმონიულ ურთიერთობების დამყარების უნარზე მიგვანიშნებს.

ზევით აწეული წარბები:
პოზიტიურობაზე, ოპტიმიზმზე მეტყველებს. ხშირად  ასეთი წარბები აქტიური ცხოვრების ადამიანებს აქვთ. ისინი გამოირჩევიან ორგანიზატორული უნარითა და მოხერხებულობით.

ქვემოთ ჩამოწეული წარბები:
ასეთი წარბები მიმზიდველობის ნიშანია. თუმცა შესაძლებელია ისინი სხვებისთვის პიროვნების სისუსტის მაჩვენებელი გახდეს.
 

მოკლე წარბები:
იძლევა ახალგაზრდობის შეხედულებას…  იგი პიროვნების დამოუკიდებლობის და ამბიციურობის მაჩვენებელია.
 

სწორი წარბები:
წარმატებული ქალის/მამაკაცის მახასიათებელია. ასეთ პიროვნებას იტაცებს სპორტი და ასევე გართობა. ის არის ლოგიკურად მოაზროვნე. მისი დარწმუნება შესაძლებელია მხოლოდ ლოგიკით და მტკიცებულებებით.
 

კუთხოვანი წარბები:
ასახავს დრამატულ პიროვნებას… შემოქმედებითობას, ის არის ბრწყინვალე ფინანსურ საკითხებში. პირი, რომელსაც აქვს ამობრუნებული “V”-ს ფორმის წარბები, ყოველთვის ეძებს კონტროლს და ძალაუფლებას. ასეთი პიროვნებები ხშირად იბრძვიან მაღალი სტატუსის და თანამდებობის მოსაპოვებლად.


მრგვალი წარბები:
ბიზნესმენის ან თუნდაც მსახიობისთვისაა დამახასიათებელი. ის ძალიან მეგობრულია ბუნებით განსაკუთრებით კარგად ესმის მაგალითებით და მეტაფორებით საუბარი.

თხელი წარბები:
თხელი წარბები მიანიშნებს, რომ პიროვნება არის ძალიან მგრძნობიარე, განსაკუთრებით, თუ მას აქვს დახვეწილი სახის ნაკვთები, როგორიცაა პატარა თვალები, ცხვირი ან ტუჩები.
 

გადაბმული წარბები:
ასეთი წარბების მქონე პიროვნება უწყვეტად მოაზროვნეა. მას არ შეუძლია დასვენება, ყოველთვის ფიქრობს და აფასებს მის გარშემო არსებულ სიტუაციას. ასეთ პიროვნებას შესაძლოა ჰქონდეს უძილობის პრობლემები, როდესაც ახლოვდება მნიშვნელოვანი მომენტი მის ცხოვრებაში.