EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ექსპო-ჯორჯიასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-27 13:03:13

2013-07-27 13:00

საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები, კონტროლდება „ექსპო-ჯორჯიას“ ყველა შესასავლელი. გადაკეტილია ასევე სამტრედიის ქუჩა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სამართალდამცავვების გამოფენის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნას აპროტესტებენ და მეთერთმეტე პავილიონთან შეშვებას ითხოვენ. „არავის არ უშვებენ შიგნით, ე.ი უნდა გამოიყენო ძალა, უნდა შეიჭრა შიგნით და მერე ისევ შენ უნდა წახვიდე ციხეში. შეიძლება ასე ხელოვნურად ძაბავდნენ სიტუაციას? როდემდე უნდა სდიოს პოლიციამ და რატომ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტი ამათ უსაფრთხოებაზე?“- განაცხადა არასამთავროო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტმატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ. შეგახსენებთ „ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი დღეს 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია კი 13:00 საათიდან იწყება.