EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დაპირისპირება გიორგი კანდელაკსა და აქციის მონაწილეებს შორის - დაკავებულია ორი ადამიანი »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-27 22:54:49

2013-07-27 22:00

"ექსპო ჯორჯიასთან" მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. დაკავებულია აქციის მონაწილე ირაკლი ჭუბაბრია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კანდელაკთან ინციდენტი მოუხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც "ექსპო ჯორჯიასთან" გიორგი კანდელაკი გამოჩნდა. მისი მისვლა აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს და შეძახილებით შეხვდნენ. 

მხარეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, ადგილი ჰქონდა უცენზურო გამონათქვამებს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. ამის შემდეგ ირაკლი ჭუბაბრია დააკავეს. თავის მხრივ ჭუბაბრიას დაკავებამ აქციის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია. იყო მცირე შეხლა-შემოხლა პოლიციასთან.