EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პრემიერი: არ მინდა იმედის გაცრუება, ძალიან მერიდება, მაგრამ რთულად არის საქმე »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-29 19:28:38

2013-07-29 19:32

"მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ იმ დონეზეც არ ვართ განვითარებულები, რომ დალაგებულად მოვახსენო, რას ვაპირებთ. ძალიან მერიდება, მაგრამ ასეა. ძალიან რთულად არის საქმე", - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი კითხვაზე, უნდა ჰქონდეთ თუ არა სამართლიანობის აღდგენის იმედი მათ, ვინც მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება, ან უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები.

"თქვენ ახსენეთ უკანონოდ დაპატიმრებები და ვიცი, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენ ხართ. ამ მხრივ, მე მგონი, პირველი ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც 14 ათასი პატიმარი გამოვიდა და თავისუფლება მოიპოვა, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების ამნისტია მოხდა. მგონი, ძირითადი უკვე გაკეთდა ამ კუთხით. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, როდესაც გაუმართლებლად ართმევდნენ ქონებებს და შემდგომ გადანაწილება ხდებოდა და ზოგჯერ რამდენჯერმეც, მართლაც რთული პროცესია. კბილაშვილის განცხადებაც ამაზე მიანიშნებს, რომ პროცესი საკმაოდ რთულია. არ დაგიმალავთ, რომ საკმაოდ რთულია და ჩვენ გამოსავლის პოვნას ვცდილობთ.

რამეთუ უამრავია განცხადებები, უამრავია დაზარალებული და ამ პროცესების წარმოება რთულია და წარმოების შემდგომ დგება საკითხი - საიდან და როგორ ავანაზღაუროთ ეს ყველაფერი. რამეთუ იქ რამდენჯერმე გადაყიდულია ერთი და იგივე ქონება, რამდენჯერმეა დაზარალებული ერთი და იგივე ქონებაზე რამდენიმე პიროვნება. ბიუჯეტსაც გაუჭირდება ამის დაბალანსება, რადგან ქონების წართმევის პროცესში სახელმწიფო მონაწილეობდა. მე არ მინდა იმედგაცრუება გაჩნდეს საზოგადოებაში, მაგრამ არც ის მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს განცდა და ეიფორია, რომ ყველაფერს აქ დავალაგებთ. საკმაოდ რთულია და დღემდე ვერ მივიღეთ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ იმ დონეზეც არ ვართ განვითარებულები, რომ დალაგებულად მოვახსენო, რას ვაპირებთ. ძალიან მერიდება, მაგრამ ასეა. ძალიან რთულად არის საქმე. ალბათ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მისაღები, ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ საზღვარგარეთაც ჩვენს მეგობრებთან, კონსულტანტებთან და ვცდილობთ, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია აჭარასთან ინტერვიუში.