EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არჩილ კბილაშვილის საიდუმლო მისია ამერიკაში »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-30 00:53:30
2013.07.30 01:32
საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მისიით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას თან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ახლდა. გააცნო თუ არა არჩილ კბილაშვილმა ეფბიაი-ს „ჟვანიას მკვლელობის" საქმე, „გაებმება თუ არა სააკაშვილი ორივე ფეხით" ამ საქმეში, რას გააკეთებს ამერიკა ამ საქმის ჩასაფარცხად და რა კოზირს მისცემს კბილაშვილი ბიძინა ივანიშვილს? ამ თემაზე დღეს გაზეთი „ქრონიკა" საუბრობს.
„საქართველოს მთავარი პროკურორი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკაში გაემგზავრნენ. ამერიკაში ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია ქართველი ჩინოვნიკებისთვის, რომ არა ერთი კულუარული ინფორმაცია. აქვე განვმარტავთ, რომ ეს არის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. „ქრონიკას" სანდო წყარომ აცნობა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე ნამდვილად გახსნილია. გამოძიებით დასტურდება, რომ პრემიერმინისტრი მოკლეს. მოკლეს სააკაშვილმა და მისი უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრმა და მკვლელობა სწორედ შავნაბადაზე მოხდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილმა ამერიკაში ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე წაიღო იმის დასტურად და დასამტკიცებლად, რომ მასში ნამდვილად მიხეილ სააკაშვილია გარეული. ამერიკელები დიდ საგონებელში არიან ჩავარდნილნი. მათთვის ცნობილია ამ საკითხზე ივანიშვილის პოზიცია. ის პრინციპულად უჭერს მხარს კანონის უზენაესობის აღსრულებას და მიიჩნევს, რომ პოსტიდან წასვლის შემდეგ, სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჟვანიას მკვლელობისთვის... ხალხი „ნაცმოძრაობის" მიერ ამ 9 წლის მანძილზე ჩადენილ ცოდვებს საქართველოში ამერიკის პოლიტიკასთან აიგივებს, თუ „ჟვანიას საქმე გაიხსნა", მაშინ „ნაცმოძრაობის" იმ მცირე და შედარებით სუფთა ნაწილის გადარჩენაც შეუძლებელი იქნება, რომლის გადარჩენასაც დღემდე ცდილობენ ამერიკელები. ჟვანიას მკვლელობის საქმეში ფედერალური ბიუროც მონაწილეობდა. მათ მხოლოდ დასკვნა დადეს, რომ საქართველოს პრემიერი და რაულ უსუპოვი გაზით არ შეიძლება გაგუდულიყვნენ...
„ზურაბ ჟვანიას საქმე" თავიდანვე პოლიტიკური თემა იყო, მაგრამ მან ახლა უფრო სერიზოული პოლიტიკური დატვირთვა მიიღო, ის მჭიდროდ გადაეხლართა ამერიკის ინტერესებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც.წყაროს ინფორმაციით, ჟვანიას საქმის გამოძიებას ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელები გაეცნნენ დ ა მას წუნი ვერ დასდეს....ერთი რამ ცხადია, თუ არჩილ კბილაშვილმა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გახსნა და ამ მკვლელობაში მიხელ სააკაშვილის მონაწილეობა დასტურდება, მთავარმა პროკურორმა ამით ბიძინა ივანიშვილს ხელში დიდი კოზირი მისცა",-წერს გამოცემა.