EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფენ-შუი თქვენი სახლისთვის: როგორ მოვაწყოთ საძინებელი, სამზარეულო, სასტუმრო ოთახი »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-01 10:23:46
ჩინელები დარწმუნებულები არიან ,რომ სულაც არ არის ძნელი შევცვალოთ მთელი ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ,თუ კი ვიხელმძღვანელებთ ძველი აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით.
ფენ-შუი ძველი ჩინური ხელოვნებაა,რომელიც ნიშნავს ქარსა და წყალს. მისი მიხედვით ეს ორი ნიშანი უდიდესი ენერგიის მატარებელია და მათ შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ და შექმნან ჰარმონია ჩვენს გარშემო, სახლსა თუ სამსახურში.
რაც არ უნდა გემოვნებითა და კომფორტულად გქონდეთ სახლი მოწყობილი, მეტად მნიშვნელოვანია ის აურა და სიმყუდროვე , რაც თქვენს ირგვლივ სუფევს. ამასთან დაკავშირებით ფენ-შუის სპეციალისტები რჩევებს გვაძლევენ. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს:
შემოსასვლელი:
შემოსასვლელი სახლში უნდა იყოს ნათელი. კორიდორში თუკი კარგად ვერ აღწევს მზის სხივები, შეცვალეთ მისი კედლის ფერი ნათელი ტონით, გააფორმეთ იგი ნახატებით, გააძლიერეთ განათება. კორიდორი თუ ვიწრო და გრძელია დაკიდეთ სარკეები, რომ ვიზუალურად გაადიდოთ სივრცე.
სამზარეულო:
ყურადღება მიაქციეთ ,რომ მაცივარი და ქურა მუდამ სუფთა გქონდეთ. არ შეინახოთ ღუმელში ტაფები, ჯამები, რადგან ფენ-შუის თანახმად, ქურა ერთ-ერთი სიმბოლოა ოჯახის კეთილდღეობისა. დაალაგეთ მასზე ლამაზი და სუფთა ქვაბები. მაგიდასთან დაკიდეთ ნატურმორტი, რომელზედაც მადისაღმძვრელი ნახატია გამოსახული. დაამშვენეთ მაგიდა ლანგარზე დადებული ხილით. არ დააგროვოთ გასარეცხი თეფშები. შეეცადეთ ხშირად გადაყაროთ ნაგავი.
სასტუმრო ოთახი:
მთავარია,რომ ამ ოთახში გქონდეთ მომრგვალო ფორმის ავეჯი, მოერიდეთ მახვილ კუთხეებს. კარგია თუ დაკიდებთ სარკეს. სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოა აკვარიუმი და შადრევანი.
საძინებელი:
რაც უფრო ნაკლებ ნივთებს განალაგებთ,მით უფრო მშვიდი ძილი გექნებათ. საწოლი დადგით შესასვლელი კარის პირდაპირ. არ განათავსოთ მის მოპირდაპირედ სარკიანი კარადა ან ტრიუმო, რადგან ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეგექმნებათ.