EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დივერსია საქართველოს ელექტროგადამცემ ხაზებზე »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-09-02 12:21:40

2013-09-02 11:24

ახალი გასართობი ქართველი მონადირეებისათვის. ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც ელექტროგადამცემ ხაზებზე დივერსიულ შემთხვევებს აქვს ადგილი. ნადირობაში ხელმოცარული მონადირეები მაღალი ძაბვის გადამცემ ელექტროანძების იზოლატორებს დამიზნებით ესვრიან.

ადგილზე მისული სპეციალისტები კი ტყვიის მასრებს პოულობენ. „საქრუსენერგოს“ინფორმაციით გახშირდა ძარცვის ფაქტებიც. ანძებიდან კუთხოვანა, ე.წ. „უგოლნიკები“ იკარგება. კუთხოვანების მოხსნის შედეგად კი სუსტდება კონსტრუქცია, რამაც შესაძლოა ანძის წაქცევა გამოიწვიოს. გაზეთი „კვირის პალიტრა“ „საქრუსენერგოს“გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც რომეო მიქაუტაძე მსგავს შემთხვევებს დივერსიას უწოდებს და ამბობს, რომ ანძების დაცვის ეფექტური მეთოდი არ არსეობობს, ძარცვის ფაქტებს პოლიციას ატყობინებენ, მაგრამ ჩადენილი დანაშაულის მოკვლევა ძნელია. მიქაუტაძის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი დივერსიის დროს ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთის“ გამორთვაც გახდა საჭირო. ხშირია შემთხვევებიც, როდესაც ელექტროგადამცემი ანძების სიახლოვეს ნარგავების ნარჩენებს ცეცხლს უკიდებენ- „არ შეიძლება ანძების მიმდებარედ სახნავ-სათეს მიწებზე ბალახისთვის ცეცხლის წაკიდება. მოსავალს, რომ აიღებენ,ნარგავების ნარჩენებს ცეცხლს უკიდებენ, რათა ჩაიწვას და მიწა გაანაყოფიეროს. არადა ხანძარი და კვამლი სახიფათოა, როგორც ენერგოსისტემის მდგრადობისთვის, ისე ადამიანების სიცოცხლისთვის...წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში 5 ჰექტარზე ცეცხლი ეკიდა ჩაის პლანტაციას, ხანძარს 4 ეკიპაჟი 5-6 საათის განმავლობაში აქრობდა. ამ დროში ეგხ „იმერეთი“ გამორთული იყო,მაგრამ კოკა ყოველთვის ხომ არ მოიტანს წყალს?“ აცხადებს რომეო მიქაუტაძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“მიცემულ ინტერვიუში.