EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ივანიშვილის ღია წერილი გამოქვეყნდა (გაგრძელება) »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-02 20:50:17
შესაბამისად, თუ გავიხსენებთ, როგორ მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ პირველი ორი მთავრობის შეცვლა,პრაქტიკულად შანსი არ რჩებოდა მშვიდობიანად გაგვესტუმრებინა სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით.უცნაურია, მაგრამ არავის დაუსვამს კითხვა, როგორ მოვახერხეთ ეს. არავის უცდია იმ ფაქტორების გაანალიზება, რომელთა წყალობითაც დამოუკიდებელმა საქართველომ თავის ისტორიაში პირველად შეძლო არჩევნებით, კონსტიტუციური გზით ახალი ხელისუფლების მოყვანა. როგორ? მოგვიანებით ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად გავცემ. ერთი კი ცხადია, – ჩვენ ვაჯობეთ შიშს,ტერორზე დამყარებულ უზარმაზარ სახელმწიფო მანქანას, არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის მომართულ მთელ საარჩევნო აპარატს. მე მინდა, ხელისუფლებამ ისწავლოს იყოს პირნათელი კანონთანაც, საკუთარ ხალხთანაც და პარტნიორებთანაც. ჩვენ ეს მოვახერხეთ ყველაზე რთულ, კოჰაბიტაციის პროცესში – შევინარჩუნეთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაც და ამავდროულად გავაღრმავეთ ურთიერთობები ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთანაც. დამერწმუნეთ, ეს იოლი არ იყო. ვითარება ჩვენგან თითქმის შეუთავსებლის შეთავსებას ითხოვდა: ერთი მხრივ, იყო ჩვენი საზოგადოების უპირობო და სრულიად სამართლიანი მოთხოვნა- წინა ხელისუფლებას პასუხი ეგო9 წლის განმავლობაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი, მართლაც გაუგონარი დანაშაულებებისათვის; მეორე მხრივ კი – ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამახვილებული მზერა და არაერთგზის გამოთქმული სურვილი, თავი აგვერიდებინა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივი დევნისათვის და სამართლის აღსრულების პროცესში არ გადაგვეხვია კანონის მოთხოვნებიდან. ანუ არ შევდგომოდით იგივე გზას, რითაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო,– როცა „ნაციონალები“ დაკავებების დროს სრულიად უგულებელყოფდნენ კანონის მოთხოვნებს. შემდეგ კი უკანონობის მსხვერპლი მთელი საზოგადოება გახდა.ვფიქრობ, ჩვენ მოვძებნეთ ოქროს შუალედი და ამით ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურისთვის უპრეცედენტო რამ შევძელით – სამართალს აღვასრულებთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. და გარწმუნებთ, ამ სიკეთით საზოგადოება კიდევ დიდხანს ისარგებლებს. მეორე. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. მგონი, პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას ქვეყნის წინაშე. 2011 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკაში შემოსვლით პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე და გავწირე ჩემი ოჯახიც. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ ჩემს სამშობლოს ახლა შევაქცევ ზურგს, ასეთ საინტერესო დროს, როცა აღმშენებლობა იწყება, და არ გავაკეთებ მაქსიმუმს ჩემი ქვეყნისათვის?! დაბოლოს, ყველაზე დიდი სკეპტიკოსებისთვის: მიუხედავად იმისა,რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს,მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ. რაც შეეხება წასვლის დროს, ამასაც წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მჯერა, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება.