EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აკადემია »
კატეგორია: ორგანიზაციებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-03 16:09:31
განათლების კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემია INTERNATIONAL ACADEMY OF EDUCATION CULTURE & ART [IAECA] (წესდება) |
საზოგადოების შექმნის მიზანია: საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად მოზარდთა მიერ მეცნიერული ცოდნის საფუძვლების ათვისება. ცოდნის გამოყენების უნარ ჩვევების ჩამოყალიბება,ზნეობრივ ღირებულებათა შემეცნება,პიროვნული შემოქმედებითი მიდრეკილებებისა და აზროვნების განვითარება,შრომის უნარის გამომუშავება,ნებისყოფის განმტიცება,სულიერი და ფიზიკური ძალების ჰარმონიული განვითარება,სამოქალაქო დემოკრატიული და ეროვნულ-კულტურული შეგნების ჩამოყალიბება. ახორციელებს პროფესიული ცოდნისა და უნარ ჩვევების გაღრმავებას და განახლებას,აგრეთვე ახალი პროფესიის მიღების მიზნით,ახორციელებს პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის კურსების მოწყობას.გამოცდილების გაცვლის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და წყვეტს ორგანიზაციულ საკითხებს საზღვარგარეთ სწავლების გაგრძელების მსურველთათვის.
განათლების კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემია აცხადებს მიღებას ინგლისური ენის სექტორზე. სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისწავლონ და პრაქტიკა გაიარონ საერთაშორისო სერთიფიკატების მფლობელ პედაგოგებთან, შეისწავლონ ენა სწრაფად, მარტივად და სრული ხარისხის დაცვით. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება; ვიდეო, აუდიო, ლექსიკური, სწაფად სამახსოვრო (ზეპირი, სიტყვიერი) მასალა. განსხვავებული (ინდივიდუალური) მიდგომა თითოეული სტუდენტის მიმართ საშუალებას იძლევა პრაქტიკაში გამოიყენონ მოკლე დროში თავიანთი ცოდნა. დაბალი ფასი... ცოდნის მიღების გარანტი. გაიცემა შესაბამისი დონის სერთიფიკატი
|