EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რუსეთი საქართველოს დახმარებას სთავაზობს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-09-04 20:01:02

2013-09-04 20:00

საქართველოს მთავრობის არაერთი მცდელობის მიუხედავად ქართველები კვლავ სირიაში რჩებიან. სირიაში დარჩენილი სქართველოს 20 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. დახმარებას მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს რუსეთი სთავაზობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის განცხადებით, მასსა და ზურაბ აბაძიძეს შორის ამ თემაზე საინტერესო საუბარი შედგა. კარასინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ მიუმართვას რუსეთისთვის დახმარების თხოვნით, რუსეთმა „თავად გადაწყვიტა დახმარების ხელი გაუწოდოს“ საქართველოს. როგორც კარასინი ამბობს, სირიაში ჩარჩენილი ქართველების შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს,- „ჩვენ ამაში განსაკუთრებულს არაფერს ვხედავთ, ეს სრულებით შეესატყვისება, ორი მეზობლის მეგობრულ ურთიერთობას“-აცხადებს კარასინი. მისი თქმით დამასკოში რუსეთის საელჩოს მიეცა მითითება, რომ აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავით სარგებლობა.