EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გარემოს დაცვის სამინისტრო სტიქიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-09-05 12:26:37

2013-09-05 12:26

4 სექტემბრის საღამოს 19.00 საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან ადგილი ქონდა ბალტიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი ატმოსფერული ფრონტის შემოჭრას, რამაც დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში ინტენსიური ნალექები გამოიწვია. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ნალექიანობით ქობულეთი, ქედა და ჩოხატაური გამოირჩეოდა, სადაც გასული ღამის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შესაბამისად 106, 90 და 72 მმ შეადგინა, რაც ძალიან ძლიერი ნალექების კატეგორიას განეკუთვნება. ძლიერ ქარი აღინიშნა ზღვის სანაპირო ზოლში, შიდა ქართლში, თბილისში და მდ. თერგის ხეობაში. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ ქობულეთში 20 და თბილისში 25 მ/წმ-ს მიაღწია. ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ საშუალოდ 3 მ შეადგინა, რაც მაღალი სიმძლავრის შტორმს განეკუთვნება (5 ბალამდე). დასავლეთ საქართველოს უმეტეს მდინარეებზე წლის დონეებმა მნიშვნელოვნად (1 მ-მდე) აიწია, თუმცა ჯერჯერობით საშიშ ნიშნულებამდე არ მიუღწევია. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მოვლენების შედეგად: ქედის რაიონში დაიტბორა ნათესები და დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები; დაიტბორა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეული ქუჩები; ბათუმში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული; თბილისში ხანმოკლე, ინტენსიური ნალექების შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალსატუმბი სამუშაოები ჩატარდა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე. არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ 5 სექტემბრის გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება ინტენსიური ნალექები, რამაც შესაძლებელია დასახლებული პუნქტების დატბორვები, მდინარეთა დონეების მნიშვნელოვანი აწევა და ცალკეულ მონაკვეთებზე წყალმოვარდნები გამიწვიოს. სანაპირო ზოლში გაძლიერდება ქარი და ზღვის სანაპიროზე ღელვა. შემდგომ დღეებში შესაძლებელია გააქტირდეს მეწყრული პროცესები. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს განვითარებული არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ 5 სექტემბრის დილის 10 საათის მდგომარეობის მონაცემებს შეიცავს.