EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ამერიკელმა ასტრონომებმა ახალი ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი:

თარიღი: 2013-09-08 16:03:02

ამერიკელმა ასტრონომებმა ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით ახალი ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს,რომელიც  მზის სისტემიდან 40 სინათლის წლის დაშორებით მყოფ გალაქტიკაში მდებარეობს.

ამ პლანეტას თავისი ატმოსფერო გააჩნია, მისი ზედაპირი კი მდუღარე წყლის ოკეანით არის დაფარული. მზის სისტემაში შემავალი პლანეტები სხვადასხვა ნიშანთვისებებით ხასითდებიან. დედამიწა, მარსი, ვენერა და მერკური მყარი ქანებისგან შემდგარი პლანეტებია. იუპიტერი და სატურნი სხვადასხვა გაზების უზარმაზარ მასებს წარმოადგენენ. ურანი და ნეპტუნი კი ყინულის გიგანტები არიან.

მზის სისტემის გარეთ ასტრონომებმა უმძლავრესი ტელესკოპების მეშვეობით აქამდე უცნობი ტიპის პლანეტები აღმოაჩინეს, რომელთა ნაწილი გავარვარებული ლავისგან შედგება ნაწილს კი მხურვალე იუპიტერებს უწოდებენ, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების ორბიტაზე მოძრაობენ.

მასაჩუსეტის შტატში მდებარე ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერებმა ჰაბლის ტელესკოპის წყალობით ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ორჯერ დიდია დედამიწაზე, მისი მასა კი შვიდჯერ აღემატება დედამიწის მასას. მთელი პლანეტა მდუღარე წყლის ოკეანით არის დაფარული.

ეს პლანეტა 40 სინათლის წლით არის ჩვენგან დაშორებული, რაც კოსმოსური მასშტაბისთვის არცთუ ისე შორი მანძილია. 2009 წელს აღმოჩენილ ამ პლანეტას გარს აკრავს თავისებური ატმოსფეროს სქელი გარსი.

აღნიშნული პლანეტა ყოველ 38 საათში ორი მილიონი კილომეტრის მანძილზე უახლოვდება თავის ვარსკვლავს. პლანეტაზე ტემპერატურა ცელსიუსით 232 გრადუსს აღწევს.

როგორც ასტრონომი ზაქორი ბერტა ამბობს:“ პლანეტის ნაწილი შესაძლოა ე.წ. ცხელი ყინულისგან შედგებოდეს. იქ გაცილებით მაღალი ტემპერატურაა ვიდრე ჩვეულებრივ ადუღებულ წყალში. ეს რაღაც იონიზირებული წყლის მასაა, რომელიც სრულიად განსხვავდება დედამიწის ოკეანისგან.“

მეცნიერებმა ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით პლანეტის ატმოსფეროს შესწავლა დაიწყეს. როგორც ასტრონომი ზაქორი ბერტა აცხადებს:“ თავდაპირველად გვეგონა, რომ პლანეტის ატმოსფერო წყალბადის და ჰელიუმის გაზებისგან შედგებოდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ატმოსფეროს მოლეკულური შეამდგენლობა უფრო მძიმე წყლის მსგავსი იყო, რაც პლანეტას ზედაპირთან მის სიახლოვეს განაპირობებს.“

ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ თანამედროვე ტელესკოპების მეშვეობით მზის სისტემის გარეთ მდებარე კიდევ არერთ ეგზოტიკურ პლანეტას აღმოაჩენენ.