EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თუ მარგველაშვილი პრეზიდენტი არ გახდება მაშინ უნდა გავიქცე - ივანიშვილი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-09-09 12:49:34
2013-09-09 11:48
ჩემს რესურსს ამოწურულად ჩავთვლი, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ჩამთავრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს. ამასთან, პრემიერის განმარტებით, მისი "დიდი რწმენით" პრეზიდენტად მოვა მარგველაშვილი და იქნება იდეალური ვარიანტი. "მე კი არ მივდივარ და გავურბივარ (პასუხისმგებლობას), არამედ გადავდივარ უფრო რთულზე. რაც შეეხება არჩევნებს, წავალ მაშინ, როცა დავრწმუნები, რომ ჩემი გასაკეთებელი გაკეთებულია. ვაპირებ, ვიყო საზოგადოების აქტიური წევრი. რაც შეეხება ბიზნესს, საინვესტიციო კლიმატს და ინვესტიციებს, - ამ მხრივაც არანაკლებს გავაკეთებ ქვეყნისთვის, სადაც ვიქნები, იქიდან. რაც შეეხება მთავრობას, მე მასზე პასუხისმგებლობას ვიტოვებ. კი არ ვტოვებ და მივდივარ სადღაც, არამედ ვიტოვებ პასუხისმგებლობას, რომ ეს იქნება აბსოლუტურად წარმატებული მთავრობა, ეს იქნება არაკორუფციული, ევროპული ტიპის, ტიპიური ევროპული მთავრობა ეყოლება საქართველოს. ჩემს რესურსს ამოწურულად ჩავთვლი, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ჩამთავრდება. ჩემი დიდი რწმენით პრეზიდენტად მოვა მარგველაშვილი და იქნება იდეალური ვარიანტი. ვიცი ხალხის განწყობაც. როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, თუ ეგრე არ მოხდებაო? - მე მას პასუხი გავეცი, რომ ასეთ შემთხვევაში ვთავისუფლდები ჩემი პასუხისმგებლობიდან... მაშინ, უნდა გაიქცე უკვე, თუ ვეღარც ანალიზს აკეთებ და არც ის ზედმეტი ნდობა გაქვს, რაც, მგონია, რომ მაქვს საზოგადოებაში. მე მინდა ვემსახურო საზოგადოებას, დავეხმარო მას და არა თავს მოვახვიო ჩემი სამსახური. თუ შევხედავ, რომ მე ეს აღარ გამომდის და არც ზედმეტი ნდობა არ მაქვს, შესაბამისად, ჩავთვლი, რომ თავისუფალი ვარ და ოთხივე გზა გახსნილი მაქვს და როგორც მომინდება, ისე ვიცხოვრებ და სადაც მომინდება, იქ ვიცხოვრებ", - განაცხადა ივანიშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, „აპირებს თუ არა, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საპარტნიორო ფონდს ჩაუდგეს სათავეში და იქიდან შეეწიოს ხელისულებას?", პრემიერმა აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდი არაფერ შუაშია და მსგავსს არაფერს აპირებს“.