EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« R, V, B, W და სხვა ტიპის ძრავები . »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი:

თარიღი: 2013-09-15 16:02:06

R, V, B, W და სხვა ტიპის ძრავები .

XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს.

დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.

სიმძლავრისა და ცილინდრის რაოდენობას რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რომ დღევანდელ ინჟინრებს 100 ცხენისძალა ძირითადად (R, V, B, W, ოპოზიტი და მსგავსი ტიპის) 3 და 4 ცილინდრიანი ძრავისგან, 200 ცხენისძალა 4, 5 ან 6 ცილინდრიანი ძრავისგან, ხოლო 300 ცხენისძალა 6 ან უმეტეს შემთხვევაში 8 ცილინდრიანი ძრავისგან გამოჰყავთ.

რა განსხვავებაა ზემოთ ნახსენებ, (R, V, B, W, ოპოზიტი და მსგავსი ტიპის) ძრავებს შორის, რა სქემის მიხედვით იყოფიან ისინი ასეთ ტიპებად ? გაინტერესებთ მათი ძირითადი სტრუქტურის შესახებ ყველაფერიი ? მაშინ განაგრძეთ კითხვა . .

ადვილი კონსტრუქცია, ნაკლები კომპაქტურიბა … (R ტიპის ძრავები)

რაზე ფიქრით სტკივა თავი დღევანდელ კონსტრუქტორს ? იმაზე თუ როგორ შექმნას უფრო ადვილი კონსტრუქციის ძრავი, რათა მისი წარმოება და მომსახურება უფრო იაფი დაჯდეს. ერთი სიტყვით ყველაზე ადვილი კონსტრუქციის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძრავის ტიპით, „მწკრივი“ ძრავით დავიწყოთ. ასეთი ტიპის ძრავებს უმეტეს შემთხვევებში, სახელიდან გამომდინარე (ROW ანუ ქართულად მწკრივი) R ინიციალით აღნიშნავენ, შესაბამისად 2 ცილინდრიანი ძრავი აღინიშნება ინიციალით R2, 3 ცილინდრიანი R3, 4-იანი R4, R5, R6, R8 და ასე შემდეგ.