EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ანტარქტიდა – ახალი ცივი ომის მიზეზი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-09-15 16:12:42

ანტარქტიდა – ახალი ცივი ომის მიზეზი

ბევრ ადამიანს შესაძლოა კითხვაც კი გაუჩნდეს, თუ რა შეიძლება იყოს დაუსახლებელ კონტინენტზე, რომლის ფართის 99% მეტი დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ოთხ კილომეტერს შეადგენს, ხოლო ზაფხულის საშუალო ტემპერატურა მინუს 30- დან 50-მდე გრადუსამდე ცელსიუსის სკალით მერყეობს. ამ კონტინენტზე ფლორა ფაქტიურად არც კი არსებობს, ხოლო ფაუნა წარმოდგენილია პინგვინებითა და ზღვის ლომებით.


თუმცა, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. ანტარქტიდა ბოლომდე არ არის შესწავლილი და დღემდე არვაინ იცის მის წიაღში, თუ რა სიმდიდრე იმალება? გეოლოგები ამტკიცებენ, რომ ოქროს, ურანისა და ბრინჯაოს გარდა ანტარქტიდაზე გაზისა და ნავთობის საბადოები არსებობს.

გეოლოგების აზრით, ანტარქტიდა არის სუპერკონტინენტი გონდვანას ნაწილი, რომელიც მრავალი ასეული მილიონი წლის წინ იყო. გონდვანას შემდგომში გამოეყო სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და აფრიკა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქტიკისა და ანტარქტიდის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვ. ლუკინის მტკიცებით, გეოლოგიური შემადგენლობით ანტარქტიდა ძალზედ წააგავს სამხრეთ ამერიკას, სამხრეთ აფრიკასა და ინდოსტანის ნახევარკუნძულს. ყველასთვის ცნობილია, რომ ე. წ. “გონდვანას კომპლექსში” შემავალი რეგიონები მდიდარია ისეთი წიაღისეულით როგორიცაა ურანი, ნიკელი, ოქრო, ალმასი. მაგალითისთვის მოვიყვან შემდეგ ციფრებს: ურანის მოპოვების 60%, ალმასის 95% და ოქროს ნახევარზე მეტი მოიპოვება ე. წ. “გონდვანას” ქვეყნებში. ხოლო თუ ანტარქტიდა იმყოფება გონდვანას კონტინენტის შუაგულში, მაშინ მისი წიაღისეული  უამრავ სიმდიდრესინახავს.

“გონდვანას კომპლექსი”

ტექნიკური პროგრესის წყალობით დღეს კოსმოსიდან შესაძლებელია ყინულოვანი მასის ქვეშ დაინახო კონტინენტის რელიეფი. ეს სურათები მართლაც რომ გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, არის ისეთი რამ, რაც იწვევს დიდ გაოცებას.

საუბარია დიდ ორმოებზე, რომლებიც წააგავს კარიერებს. ისინი მდებარეობენ ბელინსგაუერის, ამუნდსენის და როსას ზღვის აქვატორიებში. ყველა ეს “ორმო” სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითა არის მიმართული და იდეალურა სწორ სწორხაზოვან ტრანშეასქმნიან.

წარმოიშვა ასეთი ვერსია, რომ თითქოს და ვიღაც მართლაც მოიპოვებდა აქ წიღსეულს.

ცნობილია, რომ ანტარქტიდაზე, 1938 წელს ნაცისტურმა გერმანიამ ექსპედიცია მოაწყო. გერმანელი მკვლევარები წააწყდნენ დიდ გამოქვაბულებს, სადაც თბილი ჰაერი იყო. სულ მალე კვლევებს დაედო გრიფი “საიდუმლო” და ნაცისტები შეუდგნენ ქალაქის – ახალი შვაბიის მშენებლობას, რომლის კოდური სახელწოდება იყო “ბაზა 211″. ამ დროიდან იწყება რეგულარული მიმოსვლა ანტარქტიდასა და გერმანიის შორის. ნაცისტებს ანტარქტიდაზე ჩაქონდათ სხვადასხვა ტიპის ტექნიკა.

უკვე II მსოფლიო ომის შემდგომ, SS-ის საიდუმლო არქივებში აღმოჩენილ იქნა დოკუმენტები, სადაც ეწერა, რომ გერმანული წყალქვეშა ნავების მიერ, მოდების დედოფლის მიწაზე ექსპედიციის მიერ აღმოჩენილ იქნა რამოდენიმე გამოქვაბული განსაკუთრებული მიკროჰავით. “ჩემმა წყალქვეშა ნავებმა აღმოაჩინეს ამქვეყნიური სამოთხე”, ამბობდა ადმირალი კარლ დენიცი. ხოლო II მსოფლიო ომის მიწურულს ნაცისტებმა ანტარქტიდაში მკაცრ საიდუმლო ვითარებაში ჩაიტანეს მრავალი კონტეინერი.

გერმანიის დამარცხების შემდგომ შეერთებულმა შტატებმა მოაწყვეს რამოდენიმე ექსპედიცია ანტარქტიდაზე. ამ ექსპედიციებს ხელმძღვანელობდა ადმირალი და პოლარული მკვლევარის რიჩარდ ბერდი. იგი იყო ოთხი ანტარქტიდული ექსპედიციის ხელმძღვანელი. მეოთხე ექსპედიცია 1947 წელს შედგა  და ის იყო ყველაზე გრანდიოზული და იდუმალებით მოცული.

თავის მაშტაბებით ეს ექსპედიცია, კოდური სახელწოდებით “მაღალი ნახტომი” უფრო წააგავდა სამხედრო ოპერაციას. მასში მონაწილეობდა აშშ-ს სამხედრო ძალების 13 გემი, მათ შორის ავიამზიდი, ყინულმჭრელი, ტანკერი და წყალქვეშა ნავი. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები შეიცავდნენ 15 სატრანსპორტო თვითმფრინავს, მზვერავ თვითმფრინავებსა, ვერტმფრენებს და სხვა. ძალზედ საინტერესოა ამ სამეცნიერო ექსპედიციის პირადი შემადგენლობა – 25 მეცნიერ მუშაკი და 4100 სამხედრო მოსამსახურე.

ოპერაცია “მაღალი ნახტომი”

შეერთბული შტატები დღემდე ამტკიცებს, რომ ეს ექსპედიცია მიზნად ისახავდა მხოლოდ სამეცნიერო მიზნებს. მაგრამ არგენტინელი და ჩილელი ჟურნალისტების მტკიცებით, ამერიკელებს “სერიოზული შეფერხება შეექმნა ანტარქტიდის ნაპირზე გადასვლისას”. და საინტერესოა, რისთვის დასჭირდათ ამერიკელ “მეცნიერებს” ადმირალ ბერდის მეთაურობით 200 კილომეტრიანი მარში კონტინენტის აღმოსავლურ ნაწილში? რას, ან ვის ეძებდნენ ისინი? იქნებ სადგურ “ოაზისზე” ახალ შვაბიაზე, ისევე როგორც პოლონეთის ბალტიისპრეთში გერმანელები ატარებდნენ თავის ზესაიდუმლო იარაღის – V-7 – ზებგერითი დისკების წარმოებასა და გამოცდას, რომლებსაც მოქმედებაში მოჰყავდათ რაკეტებს, რიგი მედიის მტკიცბით ბირთული ძრავით და რას ეძებდა ადმირალი? და შემთხვევითი არაა, რომ ადმირალ ბერდის ოპერაციას ეწოდებოდა “მაღალი ნახტომი”, რადგან V-7 მფრინავი დისკები ვერტიკალურად ჯდებოდნენ და აფრინდებოდნენ.

არასანდო წყარობის მიხედვით, ამერიკულ ესკადრას სერიოზული ზიანიც კი მიაყენეს.

ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია ადმირალის განცხადება, რომელიც მან გააკეთა შტატებში დაბრუნებისას – შეერთებული შტატები უნდა მოემზადონ ხანგრძლივი თავდაცვისთვის იმ მოწინააღმდეგისგან, რომელსაც გააჩნია მფრინავი აპარატები და შესწევს უნარი დაგვემუქროს ჩვენი პლანეტის პოლუსებიდან.

ადმირალ რიჩარდ ბერდზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც 1928 წელს თვითმფრინავით იფრინა ანტარქტიდაზე, ხოლო 1929 წლის ნოემბერში თავის თვითმფრინავით პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუს. თავის უკანასკნელი გადაფრენა ანტარქტიდაზე 67 წლის ბერდმა გააკეთა 1955 წელს, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე. მისმა უკანასკნელმა ვიზიტმა მეექვსე კონტინენტზე ყვითელ პრესაში წარმოშო უამრავი მითი და მოსაზრება.

დღემდე არ ჩამცხრალა ჭორები, თითქოს და სენსაციურ აღმოჩენებზე, რომელიც ადმირალმა მაშინ  გააკეთა. მაგალითად, 1959 წ. ამადეო ჯიანინიმ გამოსცა წიგნი, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ თითქოს და ანტრაქტიდაში ბერდმა აღმოაჩინა შესასვლელი… მიწისქვეშა სამყაროში.  ადმირალი თითქოს და იყო ჩასული იმ სამყაროში და ყველაფერი გადაიღო და დეტალურად აღწერა თავის საიდუმლო დღიურებში, რომლებიც ადრე თუ გვიან იქნება გამოქვეყნებული. თავად ადმირალი საზოგადოდ არასდროს საუბრობდა რაიმე ამდაგვარზე.

საარქივო მასალები

რამდენიმე მკვლევარი მიიჩნევს, რომ გერმანელების ბაზა ანტარქტიდაში დღემდე არსებობს. იტყვით ფანტასტიკააო. თუმცა როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთშიც მოიძებნება არაერთი საარქივო მასალა, რომელიც ამ ვერსიის სასარგებლოდ მუშაობს.

გასული საუკუნის 50-ი წლების მიწურულს ნაცისტების ტროფეულ კინოფირებში აღმოჩენილი იქნა ფილმი მფრინავ დისკებზე – “ფაუ-7″. რამდენად იქნა ეს პროექტი რეალიზებული ჩვენთვის უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ვერმახტის ცნობილ სპეციალისტს სპეცოპერაციების დარგში ოტო სკორცენის დაავალეს შეექმნა 250 მფრინავებისგან ჯგუფი ფრინავი თეფშების მმართვისთვის.

ნაცისტი მკვლევარები მუშაობდნენ ე.წ. ანტარქტიდის ოაზისებზე. ანტარქტიდაზე “ოაზისებს” უწოდებენ იმ ადგილებს, რომლებიც არაა დაფარული ყინულით. მათი წარმოშობა ბოლომდე არაა ცნობილი. რიგი უფოლოგი და ისტორიული თავსატეხების მოყვარულნი, მათ შორის პოლონელი რობერტ ლესნიაკევიჩი და სლოვაკი მილოშ ესენსკი მიიჩნევენ, რომ მათი წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის ანტარქტიდაზე ყველაზე დიდი ბანგერას ოაზისის, უნდა იყოს სადგურ “ოაზისზე” მიმდინარე ცდები ბირთულ ენერგიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ისინი წერენ თავიანთ წიგნში “Wunderland” არამიწიერი ტექნოლოგიები მესამე რაიხში”, რომელიც 1999 წ. გამოვიდა ვარშავაში.

მაგრამ დავუბრუნდეთ დღევანდელ რეალობებს.

1959 წლის ხელშეკრულების თანახმად ანტარქტიდა გამოცხადდა დემილიტარიზებულ ზონად. თუმცა, უკვე არაა საიდუმლო, რომ სამეცნიერო კვლვებს ამოფარებული მიმდინარეობს სამხედრო სამუშაოები. იქმნება სადგურები რომლებიც ახდენენ ზემოქმედებას დედამიწის მაგნიტურ და იონასფეროზე.

ჩვენს მიერ ზემოდ ხსენებული ვალერი ლუკინი აღნიშნავს, რომ სპეციალური სეისმოლოგიური სადგურების ქსელი საშუალებას იძლევა განსაზღვრო თუ სად ჩატარდა არადეკლარირებული ბირთული იარაღის გამოცდა. ანტარქტიდიდან შესაძლოა ზუსტად განსაზღვრო კოსმოსური მზვერავი-თანამგზავრის ფრენის პარამეტრები, ანტარქტიდა – შესანიშნავი ადგილია ოკეანეს ტომოგრაფიული აკუსტიკისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა თვალყური ადევნო წყალქვეშა ნავების გადაადგილებას.

ერთი სიტყვით, დედამიწის მეექვსე კონტინენტზე იწყება ახალი გადანაწილების ხანა. ანტარქტიდაზე სამხედრო ობიექტების განთავსება აკრძალულია, ასევე აკრძალულია სამხედრო ხოლალდების მიერ სამხრეთით 60 გრადუსის ქვევით შესვლა. ანტარქტიდა ასევე გამოცხადებულია არაბირთულ ზონად, რაც კრძალავს მის წყლებში ატომური ხომალდების შესვლას, ხოლო მატერიკზე ატომური სადგურის მშენებლობას.

ამის გარდა 1991 წელს მადრიდის პროტოკოლის თანახმად ანტარქტიდაზე აკრძალულია წიაღისეულის მოპოვება.

თუმცა, უკანასკნელ ხანებში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რათა ნებადართულ იქნას დედამიწის მეექვსე კონტინენტზე წიაღისეულის მოპოვება. პირველ რიგში ეს უკავშირდება წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის დასაკმაყოფილებლად. ხოლო უახლესი ტექნოლოგიები, მათი მტკიცებით ამის საშუალებას იძლევა. და კიდევ, ყინულოვან კონტინენტზე უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად დათბა. მაგალითად, აშშ-მა უკვე განაცხადეს, რომ 2020 წლისთვის ანტარქტიდაზე ნავთობის საცდელ ამოქაჩვას დაიწყებენ.

დღეს ანტარქტიდა დაყოფილია ეროვნულ სექტორებზე. თუმცა, პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იყო როდესაც ჩილემ, არგენტინამ, დიდმა ბრიტანეთმა და ახალმა ზელანდიამ გამოაცხადეს ანტარქტიდის კუნძულთა ნაწილი თავიანთ ტერიტორიად. 1982 წელს ხელმოწერილი გაეროს კონვენციის საზღვაო სამართლის თანახმად ზღვისპირა სახელმწიფოთა ეკონომიური საზღვრები ვრცელდება 370 კმ. ნაპირიდან. ყინულოვანი კონტინენტთან არსებული კუნძულების “ხელში ჩაგდებით”, ხსენებულმა ოთხმა ქვეყანამ ავტომატურად გაიფართოვეს საკუთარი წარმომადგენლობა კონტინენტზე.

ავსტრალია პრეტენზიას აცხადებს ფრანსფილდის სრუტეზე, ხოლო არგენტინა მთელ დასავლეთ ანტარქტიდას მიიჩნევს საკუთარ ტერიტორიად. თანაც არგენტინამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ წინააღმდეგი იქნება შეთანხმებების მოქმედების გაგრძელებაზე და რომ იგი მზად არის დაიწყოს მეექვსე კონტინენტის შელფზე ქვანახშირისა და ნავთობის მოპოვება. და კიდევ, პირველი ადამიანი რომელიც ყინულოვან კონტინენტზე დაიბადა – პედრო პალმა არის არგენტინის მოქალაქე. იგი დაიბადა სადგურ “ესპერანსაზე”.

ქვეყნები ანტარქტიდის გადანაწილებაზე დავობენ

მეექვსე კონტინენტზე საბრძოლო შეტაკება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ იყო სერიოზული დიპლომატიური პრობლემები არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის. როდესაც არგენტინეს ერთ-ერთმა ექსპედიციამ ყინულოვანი კონტინენტის ერთ-ერთ ადგილას დააყენა ბრინჯაოს მაუწყებელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხსენებული ტერიტორია განეკუთნება არგენტინის სექტორს. არგენტინელთა ამგვარი ქმედება არ მოეწონათ ბრიტანელებს და მათმა ექსპედიციამ მოსპო არგენტინელთა ყველა ნიშნები და მათ ადგილას დასვეს ბრიტანული დროშები.

ანტარქტიდის სიმდიდრეებზე პრეტენზიას აცხადებს ორ ათეულზე მეტი ქვეყანა. და რაც ყველაზე საინტერესოა: რიგი მცირე სახელმწიფო, ვთქვათ ნორვეგია, საკუთარ ტერიტორიად ანტარქტიდაზე გამოაცხადა ფართობი, რომელიც ამ ქვეყნისას ათჯერ აღემატება.

თავისებურ განაცხადს აკეთებს იაპონიაც. იაპონელების მტკიცებით აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მდებარეობა იმდენად ღრმად არის, რომ მათ გარდა  მის მოპოვებას დღემდ ვერავინ ახერხებს.  ეს საკმარისი საბაბიაიაპონიისათვის,  რათა ბუნებრივი აირის მოპოვებაში წილი.მოითხოვოს.

ახალი ზელანდია აშენებს ახალ ბაზას როსას ზღვაზე, რაც უდაოდ ქალაქ კრაისტჩერჩში ახალ ინვესტორებს მოიზიდავს. მაგრამ, ამასთან დაკავშირებით უკვე წარმოიშვა მრავალი კითხვა შესაძლო დავაზე ახალი ზელანდიის პრეტენზიის გამო ანტარქტიდის რიგ რეგიონებზე, რომელიც შესაძლოა მდიდარი აღმოჩნდეს ნავთობით. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ველინგტონი მოითხოვდა როსას ზღვის როგორც მისი ტერიტორიის აღიარებას. თუმცა, ამ განაცხადის განხილვა გადადებულ იქნა რადგან 1959 წლის ხელშეკრულების თანახმად ანტარქტიდა გამოცხადებულია დემილიტარიზურებულ ტერიტორიად. ამ ხელშეკრულებას ვადა ეწურება 2048 წელს. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ როსას ზღვაში შესაძლოა იყოს ნავთობის მსხვილი მარაგი, რომელიც საუდის არაბეთს თუ ჩამოუვარდება და შეადგენს 50 მილიარდ ბარელს.

სამხრეთ კორეა ლიტელტონში მდებარე ყინულმჭრელის მეშვეობით უკვე გაისად ვარაუდობს წამოიწყოს ტერა ნოვას ყურეში სადგურის მშენებლობას, რომელიც სულ რაღაც 300 კმ. მოშორებული ახალზელანდიური ბაზა სკოტ-იდან. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 120 მილიონ დოლლარს. ცნობილია, რომ აღნიშნული სადგრის მშენებლობა დაევალა Hyundai Engineer and Construction კომპანიას. ბაზა ჩან ბოგოს ფართობი იქნება 4000 კვადრატული მეტრი, ზამთარში სადგუში ვახტაზე იქნება 15 ადამიანი, ხოლო ზაფხულში 60.

2006-2007 წლების მიჯნაზე მოსკოვიდან ანტარქტიდაში გაფრინდა სატვირთო თვითმფრინავი АН-124 “Руслан” და კურსი აიღო ანტარქტიდისკენ. ასე დაიწყო რუსეთის 52-ე ანტარქტიდული ექსპედიცია. თითქოს და ამაში რაიმე უცნაური არ უნდა ყოფილიყო. ამ ექსპედიციის შემადგენლობაში, იყვნენ წარსულში ცნობილი არქტიკული მკვლევარი, დღეს კი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი არტურ ჩილინგაროვი, მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბედრიცკი და… პირები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ გააჩნიათ პოლარული სამყაროს კვლევებთან – რუსეთის ფსბ-ს (კგბ-ს მემკვიდრე) დირექტორი ნიკოლაი პატრუშევი და მისი პირველი მოადგილე, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების სარდალი ვლადიმერ პრონიჩევი. რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების გარდა მეექვსე კონტინენტზე “Руслан”-მა ჩაიტანა ორი ვერტმფრენი МИ-8, რომელიც ფსბ-ს კუთვნილებაშია.

ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ ანტარქტიდის ტერიტორიების გამო დაიწყოს სერიოზული დავა. ამასვე ადასტურებს სიდნეის ლოუის ინსტიტუტის (Lowy Institute) მეცნიერ თანამშრომელი ელი ფოგარტი (Ellie Fogarty), რომელიც იკვლევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. რასაკვირველია, იგი არ მოუწოდებს ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ანტარქტიდაზე, თუმცა მუდამ მიუთითებს, რომ ავსტრალიის უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ანტარქტიდის წიაღისეულის გამოყენებასთან. მისივე მტკიცებით ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად ნავთობის მოპოვება პოლარულ სივრცეში გახდება რენტაბელური.