EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: DEMI
თარიღი: 2013-09-15 16:20:48
კოზირი მამაკაცებს – გაინტერესებთ რა სისუსტეები გააჩნია თქვენს საყვარელ ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? ესეიგი ეს სტატია თქვენთვისაა.
♑ თხის რქა 22 დეკემბერი - 19 იანვარი
♒ მერწყული 20 იანვარი - 18 თებერვალი
♓ თევზები 19 თებერვალი - 20 მარტი
♈ ვერძი 21 მარტი - 19 აპრილი
♉ კურო 20 აპრილი - 20 მაისი
♊ ტყუპები 21 მაისი - 20 ივნისი
♋ კირჩხიბი 21 ივნისი - 22 ივლისი
♌ ლომი 23 ივლისი - 22 აგვისტო
♍ ქალწული 23 აგვისტო - 22 სექტემბერი
♎ სასწორი 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი
♏ მორიელი 23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი
♐ მშვილდოსანი 22 ნოემბერი - 21 დეკემბერი
კოზირი მამაკაცებს – გაინტერესებთ რა სისუსტეები გააჩნია თქვენს საყვარელ ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? ესეიგი ეს სტატია თქვენთვისაა.
მივყვეთ თანმიმდევრობით... თხის რქა ქალის თაყვანისმცემლებს არ ელით იოლი გზა საყვარელი ადამიანის გულისკენ. თხის რქა სტაბილურობას და ხასიათის სიმყარეს აფასებს მამაკაცში. ამასთან ერთად მისთვის უმნიშვნელო არაა თუ რა განათლება, როგორი სამსახური და რა მარკის მანქანა ჰყავს მის რჩეულს. ჰოდა გაისარჯეთ ჩემო ბატონო, მანქანა თუ არა განათლებით მაინც მოაწონეთ თავი.
მერწყულს კი ყველაზე გიჟი, არაორდინალური და შიზოიდი კაცები მოსწონს. თუ გინდათ ამ ქალს თავი მოაწონოთ, ისწავლეთ თავდაყირა სიარული, იოგა, ბაგირზე ცოცვა, ჩინური ენა და ა.შ. მერწყულის სისუსტე ყველაფერი არასტანდარტულის სიყვარულია. ამიტომ რასაც სხვა ქალი გაგიმტყუნებთ და თვალები შუბლზე აუვა თქვენი შემხედვარე, მერწყულს ის მხოლოდ გაამხიარულებს და თქვენდამი სიმპათიით განაწყობს.
თევზების გულის მოგებას კიდე რაღა უნდა? მთავარია მოეფეროთ, დაამშვიდოთ, გაათბოთ.. და თქვენია. ერთი ეგაა, მომავალში მისი პერიოდული დეპრესიულ-მელანქოლიური შემოტევების ატანა და გატარებაც უნდა ისწავლოთ. თევზის სისუსტე წუწუნის სიყვარულია. შემოგჩივლებთ, თქვენ მხარზე იქვითინებს და მუდამ ეყვარებით.. თქვენც რა გინდათ მეტი?
ვერძი ქალბატონების თაყვანისმცელმები ჩადგნენ რიგში, დიახ დიახ რიგში, ეს იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს როგორც წესი რამოდენიმე თაყვანისმცემელი ყავთ ერთად, ოღონდ თავად არც ერთი არ მოსწონთ და მოსწონთ მაინც და მაინც ის რომელიც ყურადღების ღირსადაც კი არ თვლის, მგონი “ნამიოკს” მიმიხვდით- ვერძის მოხიბვლა გინდათ? იყავით გულგრილი მაშინაც კი როცა უკვე გარკვეულია ურთიერთობა თქვენ შორის, მცირე დისტანცია დაუჭირეთ, თუ არ გინდათ მალევე მოგიბეზროთ და მიგატოვოთ.
რაც შეეხება კუროს, აქ ტაქტიკა საფუძვლიანადაა შესაცვლელი, კურო ქალს სტაბილურობა და სიმყარე უყვარს, ოღონდ იცოდეთ ისიც, რომ იგი საშინლად ჯიუტია, ამიტომ ნუ ეცდებით თქვენ ჭკუაზე გაატაროთ, სულ ერთია მაინც არ გააკეთებს იმას რაც არ სურს. სამაგიეროდ რბილი მოპყრობით გაცილებით მეტს მიიღებთ მისგან, ვიდრე დიქტატურით. კურო ქალს ძალიან უყვარს როცა მის მიმართ სიყვარულს მატერიალური კუთხით გამოხატავენ. ამიტომ პრაქტიკული და სასიამოვნო საჩუქრებით ხშირად უნდა გაანებივროთ.
ტყუპზე თუ ხართ შეყვარებული გაგიმართლათ- მისი მოხიბვლა არც თუ ისე ძვირი დაგიჯდებათ, საინტერესოდ საუბრის უნარი- ეს არის მთელი ის კაპიტალი რაც ამ ქალის გულისკენ მიმავალ გზაზე თუ ყველას არა, თითქმის ყველა კარს უპრობლემოდ გაგიხსნით. ტყუპი ქალი ვერასოდეს შეიყვარებს მუდო კაცს, თუნდაც ეს უკანასკნელი სექსსიმბოლოთა კატეგორიას განეკუთვნებოდეს, ამიტომ ჯიბეგაფხეკილ მჭერმეტყველს უფრო დიდი შანსი აქვს ამ ქალის მოსახიბლად, ვიდრე ფულიან მილიონერს. თუმცა ფული ზედმეტი მაინც არასოდესაა. ბოლო ბოლო მეტყველების მასწავლებელს დაიქირავებთ თქვენი ტყუპის მოსახიბლად რომ გავარჯიშოთ.
კირჩხიბს კი სანამ საქორწინო ბეჭედს არ დაანახებთ თქვენი შანსები ნულს ქვემოთ ზღვარს ვერ ასცილდება. პრინციპში საქორწინო კაბის დანახებაც არ იქნებოდა ცუდი აზრი. ოღონდ მოსინჯვის და ფასონის შერჩევის საშუალებაც უნდა მისცეთ. ავეჯის, ჭურჭლეულის ან საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში დაგეგმილი ერთობლივი ვოიაჟიც დაგეხმარებათ კიბო ქალის გულის მოგებაში, მთავარია მან თავი თქვენს პოტენციურ საცოლედ დაიგულოს და დანარჩენი უკვე თქვენი მარიფათის საქმეა. მთლად ხეზე ცოცვას კი ვერ გასწავლით ეს ჰოროსკოპი.
ქალი ლომი ”იაფფასიანი ნადავლის” კატეგორიას არ განეკუთვნება და ამაში ნებისმიერი მამაკაცი უმალ დარწმუნდება ვინც ამ დიდი ფისოს მოშინაურებას ბანალური ტრიუკებით შეეცდება. მას, რა თქმა უნდა, სურვილი აქვს, როგორც ნებისმიერ ჭეშმარიტ ქალს გვერდით ძლიერი მამაკაცი ეგულებოდეს; თუმცა, დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია, თავად მას სულის სიძლიერეში რომელიმე მამაკაცი გაეჯიბროს. ამიტომ პირველი რაც ამ ქალთან ხანგრძლივი ურთიერთობის ასაგებად უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ არასოდეს დაანახვოთ თქვენი სისუსტე ან დაბნეულობა. ყოველ შემთხვევაში შეყვარებულობის პირველ ეტაპზე მაინც. ქალი ლომი რაინდებით იხიბლება. შესაბამისად, მან თუ თქვენში ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური მამაკაცი აღმოაჩინა, დიდი შანსია, რომ სერიოზულ ურთიერთობამდე არც არასოდეს მივა საქმე.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი ლომი ქალის მოსახიბლად არის თქვენი სოლიდური იმიჯი, კარგი განათლება (ან უბრალოდ ინტელექტუალური შესაძლებლობები), გავლენიანი სამეგობრო და პროფესიული წინსვლა - ან ამის პერსპექტივა მაინც ახლო მომავალში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მის მოსახიბლად მამაკაცმა არანაირი რესურსი არ უნდა დაინანოს. არც სულიერი, არც მატერიალური. ამიტომ ქალი ლომის თაყვანისმცემელს ვურჩევ, სატრფოსთან ურთიერთობას იაფფასიანი საჩუქრების ნურასოდეს გაიფუჭებს. ამით ძალიან ილახება მისი თავმოყვარეობა.
აი რაც შეეხება ქალწულს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს თავს მოწესრიგებულობით და სტაბილური ხასიათით მოაწონებთ. ყოველგვარი სახის ექსტრავაგანტურობა და “სიყვარულის სახელით” ჩადენილი საქციელი, თქვენი ქალწული შეყვარებულის დაფრთხობას გამოიწვევს. მას ჭკუადამჯდარი მამაკაცები მოსწონს და არა ცირკის ჯამბაზები. გაითვალისწინეთ ეს!
ხოლო თუკი თქვენი “გულის მარწყვი” სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა, მას მარწყვივით დაშაქრულ-დატკბილულ ხასიათთან ერთად პერიოდული ყოყმანის და მერყეობის პერიოდებიც ექნება. ყველაზე მეტად სასწორები უხეშობას და ვულგარულობას ვერ იტანენ. მისთვის თავის მოწონება თუ გინდათ, აუცილებლად გულდასმით უნდა შეარჩიოთ სუნამო, ტანსაცმლის ფერი+სტილი და ვარცხნილობა. ვიზუალური ეფექტები სასწორისთვის ძალზე მნიშვენლოვანია.
მამაკაცით რომ სერიოზულად დაინტერესდეს ქალი მორიელი, ამ უკანასკნელმა მასში მძაფრი ემოციები უნდა გამოიწვიოს. ზოგჯერ იგი თქვენში კონკურენტსა და მოწინააღმდეგესაც უნდა ხედავდეს, მაგრამ პერიოდულად აუცილებლად უნდა მისცეთ ფორა და შეგრძნება იმისა, რომ იგია სიტუაციის ბატონ-პატრონი. რომ ის მართავს თქვენი ურთიერთობის მთავარ პერიპეტიებს. თუმცა, ყველაფერი ეს ღირსეულად უნდა გააკეთოთ და ის უნდა გრძნობდეს, რომ მას ხასიათის სისუსტის გამო კი არა, სიყვარულის გამო უთმობენ. ამგვარ ჟესტს იგი ძალიან დააფასებს და დაიმახსოვრებს მამაკაცის მხრიდან.
მასთან მაქსიმალური ხასიათის სიმტკიცე და სტაბილურობა უნდა გამოავლინოთ. არასოდეს დაანახვოთ ის, რომ ყოყმანობთ ან ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში. მსგავსი საქციელის გამო იგი მალე დაკარგავს თქვენ მიმართ პატივისცემას.
საიმისოდ, რომ ქალ მშვილდოსანს თავი მოაწონოთ, პირველ რიგში მხიარული, მეგობრული და გულწრფელი უნდა იყოთ მასთან დამოკიდებულებაში. ამასთან სასურველია, ნაცნობობის საწყის ეტაპზევე თუ არ დაუწყებთ მომავალ ოჯახზე საუბარს. ამგვარმა დიალოგმა იგი შესაძლოა დააფრთხოს და თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტაც კი აფიქრებინოს სამუდამოდ. გახსოვდეთ, მშვილდოსნის სიმბოლო ნახევრად ცხენი, ნახევრად ადამიანი კენტავრია. ამიტომ ნებისმიერი სქესის მშვილდოსნის მოსანადირებლად დრო, მოთმინება და პრინციპული მიდგომაა საჭირო.
მინდა გითხრათ რომ მშვილდოსნის გულის მოგება იგივეა, მინდორში გაუხედნავ კვიცს სდიოთ ქამანდით. თუ ძალიან მაგარი მარიფათიანი ვაჟკაცი არ ხართ, კოვზი სულ ადვილად ჩაგივარდებათ ნაცარში. ქალი მშვილდოსნის სისუსტე თავისუფლების უზომო სიყვარულია. ამიტომ თუ თქვენ აზიატი და დიქტატორი გამოდექით, ეს ქალბატონი მომენტალურად ჩაალაგებს ჩემოდნებს და უკანმოუხედავად გაგექცევათ.
ქალი მშვილდოსნის გულის მოგება ორიგინალური სიურპრიზებით, რომანტიული მოგზაურობითა და ცხოველებით შეიძლება. ამ ქალს უყვარს ხეტიალი და სიამოვნებით დათანხმდება ნებისმიერი სახის შემოთავაზებას ამ კუთხით. იგი ხშირადაა გატაცებული სპორტით ამიტომ ამ კუთხითაც გაქვთ შანსი მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. სპორტ-კომპლექსის ულიმიტო აბონიმენტი საჩუქრად და ერთობლივი ვიზიტები სატრენაჟორო დარბაზში, ძალიან დაგაახლოებთ მასთან როგორც მეგობარს. მეგობრობიდან სიყვარულამდე კი მშვილდოსნისთვის სულ ერთი პატარა ნაბიჯია.