EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოქალაქეობა მიანიჭა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-09-18 15:41:25

evpatorinews | კვირის სიახლე - პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოქალაქეობა მიანიჭა

2013-09-18

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩაუტანა და პირადად გადასცა.

ეთნიკური ქართველები მიხეილ სააკაშვილს სამსუნის აეროპორტში ქართული დროშებით დახვდნენ და ოჯახებში სტუმრად მიიწვიეს. პრეზიდენტი ადგილობრივ ქართველებს რამდენიმე სოფელში ესტუმრა, სადაც მას ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მათ ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენმა დამპყრობელმა, რუსეთმა ბევრი თქვენგანი გაასახლა მშობლიური მიწიდან, რათა საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ თქვენი მემლექეთი — საქართველო. მაგრამ ეს არ მოხდა — ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ენა და კულტურა, რომ რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ქართველებად ვრჩებით!..

ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გავაგრძელებთ საქართველოს წინსვლას. იმ ქართველებს, თურქეთის მოქალაქეებს, რომელმაც იციან ქართული ენა და შეინარჩუნეს ქართველობა, უყვართ საქართველო და არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, ჩვენს შორის ურთიერთობის განვითარება სურთ და უნდათ, რომ საკუთრი მემლექეთი საქართველო ააღორძინონ, ჩვენ ყველას მივცემთ საქართველოს მოქალქეობას. თქვენ ხართ ქართველები და თქვენთან ერთად საქართველო არის ძალიან დიდი“,– მიმართა პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას.