EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საათი - მამაკაცის გარდერობის მნიშვნელოვანი დეტალი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-19 22:21:42
საათი იმიჯის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია წარმატების ხარისხის შეფასება.
მამაკაცის საათი გარდერობის მნიშვნელოვანი დეტალია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად შერჩევას. ოქროთი დაფერილი საათი ძალიან მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ დროთა განმავლობაში ნაწილობრივ უფერულდება.
ეს დამოკიდებულია როგორც ოქროს ხარისხზე, ისე დაფარვის სისქეზე. უფრო მყარია ფოლადისფერი დაფარვა. მან შესაძლოა ათეული წელიც კი გაძლოს. არსებობს ასევე კერამიკული დაფარვა. ის, როგორც წესი, მუქია.
ყველაფერს სჯობს, შეიძინოთ საათი ყოველგვარი დაფერვის გარეშე - ფოლადისა, ტიტანისა ან კერამიკული. მექანიზმი საათის გულია. მექანიზმების უმეტესობას სამი მსოფლიო ლიდერი უშვებს: Miyota (koncerni Citizen), Seiko და Eta (კონცერნი SMH).
საათის მნიშვნელოვანი ნაწილია მინა. ის ოთხი ტიპისაა:
• Sapphire (საფირონი) - ყველაზე მაგარი და ძვირად ღირებული;
• Cristal (ბროლი) - ხარისხით ჩამოუვარდება პირველს, იყენებენ უმთავრესად საშუალო კლასის საათებისთვის;
• Mineral (მინერალური) სიმყარით რამდენადმე ჩამოუვარდება ზემოთ აღწერილ მასალებს;
• პლასტიკი.
არსებობს სხვა სახის მინებიც. მაგალითად, შეიკო-ს ფირმის ზოგიერთ საათს შეიძლება ჰქონდეს ორფენიანი მინა შაპპჰლეხ, რომლის ზედა ფენა საფირონისაა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფაქტურა, რომლისგანაც საათია დამზადებული. უჟანგავი ფოლადი ერთ-ერთი საუკეთესო და ხელმისაწვდომი მასალაა, რომელიც გამოირჩევა სიმაგრითა და ქიმიური ინერტულობით.
ლატუნი საკმაოდ ხარისხიანი მასალაა საათისთვის. ის მხოლოდ სიმაგრით ჩამოუვარდება ფოლადს.
ალუმინის შენადნობისგან იაფფასიანი საათები მზადდება. ეს საათები მსუბუქია, მაგრამ რბილი.
პლასტმასის საათები ძვირად ღირებულიც შეიძლება იყოს (როგორიც არის, მაგალითად, ჟ-სჰოცკ ჩასიო, შწოტცჰ) და იაფფასიანიც. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტიტანი. ნამდვილ ტიტანის საათებს დიდი ხანია აღარ უშვებენ. ამჟამად მის ნაცვლად იყენებენ ტიტანიუმს - ტიტანის შენადნობს, რომელიც ტიტანზე რამდენადმე რბილია. ტიტანიუმის მთავარი ღირსება სიმსუბუქე და უვნებლობაა.