EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ შევიძინოთ ფეხსაცმელი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი:
თარიღი: 2013-09-19 22:29:21
ფეხსაცმლის შეძენა დღის მეორე ნახევარში ჯობს. ამ დროისთვის ფეხები უკვე დაღლილია და ოდნავ შეშუპებულიც.
ფეხსაცმელი არ უნდა გიჭერდეთ. გამოცდილი გამყიდველი არასოდეს შემოგთავაზებთ მხოლოდ ცალი ფეხსაცმლის გასინჯვას.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფეხსაცმლის სხვადასხვა ფაბრიკის ზომები შესაძლოა ერთმანეთს არ ემთხვეოდეს.
ახალი ფეხსაცმელი, ვიდრე გარეთ ჩაიცვამდეთ, სახლში ჩაიცვით და ატარეთ. შეეცადეთ, ახალი ფეხსაცმელი პირველად მშრალ ამინდში ჩაიცვათ.
თუ ფეხსაცმელი მჭიდროდ გაქვთ, ჩაიცვით იგი ბამბის ნოტიო წინდებზე - გაიჭიმება. შეიძინეთ მხოლოდ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც იდეალურად შეავსებს თქვენს გარდერობს და ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალურობას.
დახურული ფეხსაცმლის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ტყავის ნაწარმს - უფრო მოხერხებულიც იქნება და უფრო ჰიგიენურიც.
გაითვალისწინეთ: ფეხსაცმელზე ფულის დაზოგვა უგუნურებაა და შეიძლება ძვირადაც დაგიჯდეთ. რა მიზნითაც არ უნდა ყიდულობდეთ ფეხსაცმელს, მთავარი ხარისხია.