EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-09-19 22:34:18

ფეხსაცმელი მამაკაცის საქმიანი სტილის აუცილებელი დეტალია. თავდაპირველად სწორედ მას აქცევენ ყურადღებას ქალები, რადგანაც ფეხსაცმელს შეუძლია ბევრი რამ თქვას მამაკაცის სოციალურ სტატუსსა და პიროვნულ თვისებებზე. 

მოდა საკუთარ პირობებს გვკარნახობს. ბაზარზე დღეს ათასგვარ მოდელს ნახავთ: სპორტულსა თუ ყოველდღიურს, ტილოსას, ნატისას თუ ტყავისას, - მაგრამ კლასიკური ფეხსაცმელი კონკურსგარეშეა.

ფეხსაცმლის შერჩევისას მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი სიმაღლე და ფეხის ზომა. 

თუ მამაკაცი დაბალია და დიდი ფეხები აქვს, ჯობს არჩევანი მრგვალცხვირა ფეხსაცმელზე შეაჩეროს. 

მაღალი და საშუალო სიმაღლის სტანდარტული პროპორციის მამაკაცისთვის მისაღებია ფეხსაცმელი ოდნავ წაგრძელებული ცხვირით. 

ქუსლიანი ფეხსაცმელი უმჯობესია შეიძინოს დაბალმა მამაკაცმა - ასეთი მოდელი მას უფრო მაღალსა და ტანადს გამოაჩენს. 

ფეხსაცმლის შერჩევისას ისიც გაითვალისწინეთ რომელ სეზონზე უნდა ჩაიცვათ იგი. არსებობს ზამთრის, ზაფხულის, დემისეზონური და ყველა სეზონისთვის განკუთვნილი მოდელები. 

რაც შეეხება ტანსაცმელთან შეხამებას, ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა ეხამებოდეს შარვლის ფერს ან მასზე მუქი იყოს და არავითარ შემთხვევაში - ბაცი. 

ქამარი, თუ შესაძლებელია, უნდა შეირჩეს ფეხსაცმლის შესაბამისად. უმჯობესია, ქამარიც იმავე ფირმისა ვიყიდოთ, რომლისაც ფეხსაცმელია. ყავისფერი ფეხსაცმლისთვის ქამრის შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყავისფერის სხვადასხვა ტონს შორის განსხვავება შეიძლება ძალიან შესამჩნევი იყოს. 

ჯინსებს ნებისმიერი მოდელი მიესადაგება: სპორტული, ჩექმა, სანდლები, მოკასინები, - გარდა გალაქული ფეხსაცმლისა, რომელიც მხოლოდ ოფიციალური ვითარებისთვის არის განკუთვნილი. 

ამ შემთხვევაში ფეხსაცმლის ფერი ზედა სამოსისას უნდა შეუხამოთ. მუქი ლურჯი შარვალი ძალიან მოქნილი ვარიანტია. მას ნებისმიერი ფერის ფეხსაცმელი მიესადაგება, ოღონდ მუქი ტონისა. 

რა ფერის ფეხსაცმელსაც არ უნდა ამჯობინებდეთ, შავს გვერდს ვერ აუვლით - ეს კლასიკაა. 

ყავისფერი ფეხსაცმელი უხდება და ავსებს, მაგალითად, მუქ ლურჯს, ბადრიჯნისფერს, კონიაკისფერს. 

თუ შავსა და ყავისფერს შორის არჩევანის გაკეთება გიჭირთ, თვალი გადაავლეთ თქვენს გარდერობს. 

მაგალითად, როგორია პერანგების ფერთა პალიტრა? თბილ ფერებს: ყვითელს, ქვიშისფერს, სტაფილოსფერს, სალათისფერს, ბორდოსფერს, მწვანეს - ყავისფერი უხდება; თუ გარდერობში ცივი ფერები - ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ვარდისფერი, მოცისფრო-მომწვანო - ჭარბობს, აირჩიეთ შავი ფეხსაცმელი.