EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა სურს დამქირავებელს და როგორ მამაკაცებს აქვთ წარმატების მეტი შანსი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი:
თარიღი: 2013-09-19 22:58:28
ამბობენ, რომ დამქირავებელი კადრს არჩევს რეზიუმეს (CV) გამო, სამუშაოზე იღებს ტანსაცმლისა და ღიმილის გამო, მაგრამ აწინაურებს მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების გამო.
მნიშვნელოვანია ასევე პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც შრომის ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. ამის მეოხებით თქვენ როგორც სპეციალისტს და ახალბედა თანამშრომელს განსაკუთრებულად დაგაფასებენ. რა სურს დამქირავებელს ჩვენს დროში?
ვაკანსიების ბაზარზე რეზიუმეს ამ აუცილებელ პუნქტს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. თუ ადრე საკმარისი იყო ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, ახლა ითხოვენ ამ ენის თავისუფლად ფლობას, საქმიანი ლექსიკის ჩათვლით. დიდ პლუსად ითვლება რამდენიმე უცხო ენის ცოდნა. უცხო ენის კურსები თითქმის ყველა ქუჩაზეა გახსნილი. შეგიძლიათ, დღის ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ დროს ჩაეწეროთ შესაბამის ჯგუფში. ამასთან, ენების სწავლა შესანიშნავი საშუალებაა მეხსიერების გასავარჯიშებლად.
მამაკაცს უხდება, როდესაც ყველაფერი გამოსდის, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მამრობითი სქესის თანამშრომლებისგან მოითხოვენ არა მარტო საბაზისო კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის ფლობას, არამედ დაზიანების წყაროს აღმოჩენის უნარსაც, ხოლო თუ თქვენთვის ნაცნობია პროგრამირების ანბანი, იოლად ერკვევით ცხოვრებისა და მუშაობის გასამარტივებელ მრავალრიცხოვან პროგრამებში, თქვენ ფასდაუდებელი თანამშრომელი იქნებით.
კარგად განსწავლული მენეჯერი ძვირფასი კადრია. მენეჯმენტი მოიაზრებს ფინანსების, პერსონალის, სისტემების მართვას. წინათ თუ შეიძლებოდა, დამსაქმებელს სპეციალური მმართველობითი უნარების არმქონე ადამიანისთვის დაევალებინა ხელმძღვანელობა, დღეს ასეთი რამ იშვიათია.
არსებობს საქმიანი ურთიერთობის, საოფისე მანიპულირების, წარმატებული გაყიდვის ფსიქოლოგიის უამრავი კურსი, პროგრამა და სემინარი. ასევე არსებობს პრაქტიკული ფსიქოლოგიის კურსები, რომლებიც ეხმარება ადამიანს, გამოიმუშაოს საკუთარი თავის რწმენა. ამგვარი უნარების მითითება ნებისმიერ რეზიუმეს დაამშვენებს, რადგან ძალიან ფასობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის იმგვარად მოგვარება, რომ საკუთარი ღირსების გრძნობაც შეინარჩუნოს.
XXI საუკუნეში აუცილებელი ინფორმაციის მოცულობამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მასთან გამკლავება სპეციალური განათლების გარეშე საკმაოდ რთულია. ამასთან, მონაცემების დამუშავების ვადები ძალზე მცირეა. ამიტომ სცენაზე გამოვიდნენ სისტემური ანალიტიკოსები, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები. მათ მომსახურებაზე მოთხოვნილება დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება.
რამის კეთების უნარი წარმატების მხოლოდ ნახევარია. აი, სხვებსაც თუ ასწავლი, როგორ იმუშაონ - ეს უკვე სრული წარმატებაა. კვალიფიციური ინსტრუქტორები სჭირდება ნებისმიერ ფირმას, განსაკუთრებით - სავაჭრო და სოციალური მომსახურების სფეროში.
სტანდარტული კითხვები: "რატომ აირჩიეთ ჩვენი კომპანია?" ან "როგორ გესახებათ თქვენი მომავალი ერთი, ორი, ხუთი წლის შემდეგ?" - გაძლევთ შანსს, მარტო სამსახური კი არ მიიღოთ, არამედ გაიკეთოთ კარიერაც, ოღონდ აუცილებელია, სწორად გასცეთ პასუხები დასმულ შეკითხვებს. ბევრი გასაუბრებაზევე ინტერესდება შემოსავლის ოდენობით და ყურადღებას არ აქცევს კარიერული ზრდის პერსპექტივას. თუ დამსაქმებელს დაანახებთ სტრატეგიული დაგეგმარების ჩვევებს, თქვენ კარიერული ზრდის შესაძლებლობა გექნებათ.
აქ თქვენ ორი გზა გაქვთ. პირველი - მიღებული მთელ მსოფლიოში, "Mcdonald's"-ის, "Mars"-ის და "Coca-cola"-ს თანამშრომელთა თაობების მიერ გამომუშავებული სტანდარტული მოთხოვნები, სტანდარტული კომპეტენცია, სტანდარტული კარიერა. ადამიანი ხვდება ტრანსნაციონალური კორპორაციის დაბალ საფეხურზე და ყველა ღონეს ხმარობს კარიერული წინსვლისთვის.
ჩვეულებრივ, ეს იმით გამოიხატება, რომ ხელმძღვანელობის ბრძანებებს ის სხვა თანამშრომლებზე უკეთ ასრულებს. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შაბლონში არ ჯდებით, თუ არ გავალებენ იმ საკთხების მოგვარებას, რაც გეხერხებათ? სად ვიპოვოთ კარიერული რეალიზაციის საშუალება? საქართველოს ბაზარი არ გვაძლევს 5 წელზე მეტი ვადით კარიერის დაგეგმვის საშუალებას. კარიერული საშუალებების მონიტორინგი ერთუცნობიანი განტოლებაა.
რაც უფრო ზუსტად განსაზღვრავთ, რად და სად გინდათ მუშაობა 3-5 წლის შემდეგ, მით მეტად გაგიადვილდებათ დასახული მიზნის მიღწევა. კარიერული გეგმის შედგენისას ყურადღება მიაქციეთ სასურველ ვაკანსიაზე ინფორმაციას ფუნქციებისა და მოვალეობების შესახებ, ხელმძღვანელობის მოლოდინს და განვითარების პერსპექტივას. საინტერესო და მისაღები წინადადებისთვის მუდამ მზად იყავით. მზად გქონდეთ აქტუალური რეზიუმე, რომლის განთავსება შესაძლებელია საიტზეც.