EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ანტიბიოტიკების ერა დასასრულს უახლოვდება »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი:

თარიღი: 2013-09-24 12:52:49

აშშ-ს დაავადებათ პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრისთვის (CDC) დადგა ჭეშმარიტების მომენტი, წერს naturalnews.com.

 
სააგენტომ საჯაროდ აღიარა, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობამ უკვე მიგვიყვანა სუპერვირუსების კატასტროფულ ზრდამდე, რის გამოც ყოველწლიურად, მინიმუმ, 23 000 ამერიკელი იღუპება (ამ შეფასებას თვით CDC-იც “კონსერვატულს” უწოდებს).
 
ეს დასკვნა გახდა ახალი მოხსენების მიზეზი 2013 წელს, რომელიც CDC-მა გამოსცა. დოკუმენტი პირველად ახსენებს სასიკვდილო შემთხვევების რაოდენობას, რომელიც ამერიკაში ხდება სუპერბაქტერიებისგან, რომლებიც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობით გამოირჩევიან.
 
ამ მოხსენებაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არსებითად, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში თანამედროვე მედიცინას დამარცხებულად მიიჩნევს. ცალკეული ქიმიური ნივთიერებებით ბაქტერიებთან ბრძოლისადმი მიდგომა, იმთავითვე იყო ჩასავარდნად განწირული, და ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ დედაბუნება უფრო სწრაფად ადაპტირდება ქიმიურ საშიშროებასთან, ვიდრე ფარმაცევტული კომპანიები მოასწრებენ ახალი ქიმიური პრეპარატების გამოშვებას.
 
სამწუხაროდ, დაავადებასთან საბრძოლველი ცალკეული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება თავისი ფესვებით 1950-იანი წლების მენტალიტეტამდე მიდის. და დღეს მედიცინამ უკვე მიაღწია თავის საბოლოო წერტილს ამ საკითხში. CDC ახლა სრულიად აღიარებს, რომ ანტიბიოტიკების ერა თავის დასასრულს უახლოვდება. “თუ ფრთხილნი არ ვიქნებით, ძალიან მალე პოსტ-ანტიბიოტიკურ ერაში აღმოვჩნდებით”, – განაცხადა CDC-ის დირექტორმა, დოქტორმა ტომ ფრიდენმა.
 
ეს აღიარება განგაშის ზარი უნდა გახდეს ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის. რადგან ეს ნიშნავს, რომ ახლოა დღე, როდესაც ექიმები და საავადმყოფოები გავრცელებულ ინფექციებს უკვე ვეღარ განკურნავენ.