EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აშშ-ში პირველ მიწისქვეშა ქალაქს აშენებენ »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-24 14:48:42
ამერიკული კომპანია Vivos-ი აპირებს განახორციელოს ისტორიაში პირველი მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობა, რომელშიც ადამიანები თავს შეაფარებდნენ ბირთვული ომის, ცუნამის ან მეტეორიტის დაცემის დროს. უზარმაზარი ბუნკერი, რომელიც გაანგარიშებულია 5 000 ადგილზე დღეისთვის ტეხასის შტატში შენდება, გაყიდვები უკვე დაიწყო, მაგრამ მყიდველთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით მცირეა.
თავშესაფარი იმყოფება გამოქვაბულთა სისტემის ადგილას, რომელიც ადრე ამერიკელ სამხედროებს ეკუთვნოდათ, მაგრამ შემდგომ გაიყიდა. მიწისქვეშა ქალაქი განთავსდება მიწის ზედაპირიდან 40 მეტრის სიღრმეში, მასში იქნება არა მარტო საცხოვრებელი ზონები, არამედ მაღაზიები, ასევე განსაკუთრებული ზონა, სადაც მფლობელებს შესაძლებლობა მიეცემათ დააყენონ ვაგონ-ტრეილერები.
ბუკერში ადგილის მყიდველის მოსურნეს ყოველ კვადრატულ ფუტზე 1 000 დოლარის გადახდა მოუწევს, პლიუს 1500 დოლარი საკვებისთვის უნდა გადაიხადოს. ოთხი ადამიანის განთავსებისთვის მანქანითურთ კომპანია უკვე 30000 დოლარს ითხოვს ადგილისთვის და კიდევ 6 ათას დოლარს საკვებით მომარაგებისთვის.