EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ფუკუსიმა: რადიოაქტიურად დაბინძურებული ზღვის წყალი ავსტრალიისა და ინდონეზიის ნაპირებს აღწევს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-09-24 15:00:19

2013 წლის 22 სექტემბერი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (ინგლ.: International Atomic Energy Agency (IAEA), რუს.: МАГАТЭ) უკანასკნელ სესიაზე, მკვლევარმა აოიამამ იაპონიის მეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეზიუმ-137, რომელიც აეს ფუკუსიმადან გამოთავისუფლდა, ამჯერად წყნარი ოკეანის წყლებში მოგზაურობს აღმოსავლეთით. შემდეგ კი უკან ბრუნდება და ესტუმრება ფილიპინებსა და ინდონეზიას. 
 
ამის შემდეგ დაბინძურებული წყალი კვლავ მოძრაობს აღმოსავლეთით ეკვატორის გასწვრივ და ეშვება ტასმანიის ზღვაში. შეფასებებით, დაახლოებით 0 ~ 200 მ ზღვის სიღრმეზე დაბინძურებული წყლის ნაკადი მალე მივა ავსტრალიის ნაპირებამდე და პაპუა-ახალ გვინეამდე.
 
თავისი დასკვნა მეცნიერებმა გააკეთეს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში Cs-137-ის გზის მოდელირების საფუძველზე. აეს ფუკუსიმადან ყოველდღიურად ღია ოკეანეში იღვრება 60 მლრდ. ბკ (ბეკერელი. ინგლ.: Bq რუს.: Бк) ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90.