EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რატომ არ შეიძლება ბუტილირებული წყლის დალევა »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი:
თარიღი: 2013-09-24 15:07:04
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბუტილირებულ წყალს უფრო მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე სარგებლობა.
უეჭველად, წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის. მას მრავალი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, აუმჯობესებს ჩვენს იმუნურ სისტემას, არბილებს და ანოტივებს ჰაერს, გვეხმარება სასარგებლო ვიტამინებისა და მიკროელემენტების ათვისებაში, აკონტროლებს სხეულის ტემპერატურას, ანოტივებს კუჭის მომნელებელ სისტემას და მით საჭმლის მონელებას ეხმარება, ადამიანის ორგანიზმში აწვდის ჟანგბადს ორგანიზმის უჯრედებს და მრავალი სხვა. მაგრამ, მრავალწლოვანი კვლევის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბუტილირებული წყალი ამ სასარგებლო თვისებებს მოკლებულია და ზიანი უფრო მოაქვს ორგანიზმისთვის, ვიდრე სარგებლობა.
ბუტილირებული წყლის ქიმიური კვლევის დროს მასში იპოვეს დიდი რაოდენობით მადეზინფიცირებელი საშუალება, ფარმაცევტული პრეპარატები და სხვადასხვა სახის ქიმიკატები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ორგანიზმის დაზიანება და ჩვენი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა. ამ მხრივ ონკანის წყალი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ბუტილირებული.
თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუტილირებული წყლის ფასი 100-ჯერ აღემატება ონკანიდან მომავალი წყლის ღირებულებას, ბუტილირებული წყლის გამოყენების რისკი სრულიად გაუმართლებელიც არის.