EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქათმის მკერდი ლიმონის მარინადში, კიტრის და ფეტას სალათით »

კატეგორია: გურმანი

ავტორი:

თარიღი: 2013-09-24 15:50:43

შემადგენლობა:

 

ქათამი მარინადში:

1/4 ჭიქა ლიმონის წვენი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

3 კბილი ნიორი, დაჭრილი წვრილად

2 ს.კ. კამა, დაჭრილი

1/2 ჩ.კ. მსხვილი მარილი

1/4 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი

2 ც უძვლო ქათმის მკერდი

სალათი:

2 ს.კ. ლიმონის წვენი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1/2 ჩ.კ. მდოგვი

½-1–მდე ჩ.კ. თაფლი, იმის მიხედვით, თუ როგორ სიმჟავის ლიმონი არის

1 ჩ.კ. კამა, დაჭრილი

2 საშუალო პომიდორი, დაჭრილი

1 ჭიქა (113 გრამი) კიტრი, ზომიერ კუბებად დაჭრილი ან გულის გარეშე

113 გრამი ფეტა, ზომიერ კუბებად დაჭრილი

მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადების წესი:

ქათამი მარინადში:

პატარა ჯამში შევურიოთ ლიმონის წევენი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, კამა, მარილი, და პილპილი. კოვზით კარგად დავსრისოთ ნიორი და კამა არომატი, რომ არომატი შეერიოს მთლიან მარინადს. მარინადი ჩავასხათ ცელოფნის პაკეტში, დავამატოთ ქათმის მკერდი. ქათმის მკერდი მარინადში გავაჩეროთ 20-30 წთ–ი ოთახის ტემპერატურაზე ან 2 სთ–ი მაცივარში.

ქათმის მკერდს ფუნჯით მოვაშოროთ ზედმეტი ნიორი და შევაშროთ.

საშუალო ცეცხლზე, საშუალო ტაფაზე გავაცხელოთ 1-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. რცოცა ზეთი ცხელი იქნება ტაფაზე დავალაგოთ ქათმის მკერდი, ვამზადოთ 2-3 წთ–ი , ოქროსფერი ფერის მიღებამდე.

გადავატრიალოთ, დავუწიოთ ცეცხლს და დავაფაროთ თავსახური. ვამზადოთ 10–15 წთ–ი .

გადავიტანოთ ქათმის მკერდი თეფშზე და დავაფაროთ ალუმინის ფოლგა. გავაჩეროთ 10-15 წთ–ი და მივირთვათ სალათასთან ერთად.

სალათი:

პატარა ჯამში შევურით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მდოგვი, თაფლი და კამა, დავამატოთ პამიდორი, კიტრი და ფეტა.

გადავურიოთ ფრთხილად, შევაზავოთ გემოვნებით, მაცივარში გავაჩეროთ 20 წთ–ით , მაქსიმუმ ერთი დღე.