EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პროფესორი ჯეიმს მაკეინი: ნასა გვატყუებს! »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2013-09-25 16:28:32
2013 წლის 25 სექტემბერი
ეს ბოლო დღეებია ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეო (ვიდეო უკვე ამოშალეს იუთუბიდან - რედ.), სადაც ამერიკელი პროფესორი ჯეიმს მაკეინი ნასას მოსახლეობის დეზინფორმაციაში ამხელს და ამბობს, რომ დედამიწას დიდი საშიშროება ელოდება.
იუთუბზე განთავსებული ვიდეო გვამცნებდა თუ რას უნდა ველოდოთ კომეტა ISON-თან დაკავშირებით უახლოეს მომავალში.
კერძოდ, მაკკეინი ამბობს, რომ გვიახლოვდება ობიექტი, რომელიც "მცირე მზის სისტემას წარმოადგენს". ყველა ის კლიმატური ანომალია, რომელსაც ამჟამად დედამიწაზე ვაკვირდებით, ამ ობიექტის მოახლოების შედეგია.
პროფესიონალი ასტრონომები და სამხედროები უდიდესი გულისყურით აკვირდებიან ამ ობიექტს და მისი გამოჩენისთვის ემზადებიან. ფართო საზოგადოებას არაფერი ემცნობა (სხვათა შორის, პროფესორის ინფორმაციას ახლდა იუთუბზე ატვირთული ვიდეო, სადაც ამ მოვლენაზე იყო ლაპარაკი. სულ ახლახან ვიდეო ამოშლილ იქნა იუთუბიდან. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? - რედ.).
პროფესორი ყველას მომზადებას ურჩევს და მოსახლეობას მოუწოდებს მოიმარაგონ სუფთა წყალი, სურსათ-სანოვაგე, საწვავი ავტოტრანსპორტისთვის და გაეშორონ დიდ ქალაქებს.
პროფესორი ჯეიმს მაკეინი ექსპერტია ფიზიკისა და კომეტების დარგში. ფიზიკის, ინფორმატიკისა და ასტრონომიის გარდა მან უნივერსიტეტის დონეზე შეისწავლა მათემატიკა, აბსტრაქტული ალგებრა, მატრიცული ალგებრა, ფარდობითობის თეორია და სტატისტიკა, გამოთვლების სტატისტიკა, მათემატიკური ლოგიკა, რიცხვების თეორია, მათემატიკული ანალიზი, ინჟინერია და სხვა რთული საკითხები, ასევე გეომეტრია და ტიპოლოგია.
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა კერძო სექტორში. მათ შორის აშშ-ში, ლათინურ ამერიკაში და მაღალჩინოსან რუს მეცნიერებთან ერთად. მას თავისი გამოკვლევები წარდგენილი აქვს საერთაშორისო კონფერენციებზე და რეგულარულად გამოდის მოხსენებებნით ამერიკის გეოფიზიკის კავშირის სხდომებზე. ის ასევე კითხულობდა ლექციებს ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, Air-Space/America-ში, საერთაშორისო ავიასალონში და საერთაშორსო კონფერენციებზე ელექტრულ ძრავებთან დაკავშირებით.
რამდენად გამართლდება პროფესორ ჯეიმს მაკკეინის პროგნოზი და გვატყუებს თუ არა ნასა მომავალი გვიჩვენებს. პროფესორმა ან თვითონ ამოშალა თავისი ვიდეო იუთუბიდან, ან ამოაშლევინეს...