EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლუიზიანის მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან საშიში ამებას გამოჩენით »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-27 13:41:57
ახალი ორლეანის ახლოს მდებარე წმ. ბერნარის ოლქის მცოვრებთა შეშფოთება იმის შემდეგ გაიზარდა, რაც ორი კვირის წინ დაავადებათა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია წყლის მომარაგების სისტემაში საშიში ამებას აღმოჩენის შესახებ. პარაზიტი "ნეგლერია ფოულერი" (Naegleria fowleri), რომელიც პირველად ამებურ მენინგოენცეფალიტს იწვევს და უმეტესწილად ლეტალური შედეგით მთავრდება, ხსენებული ოლქის ორ რაიონში აღმოაჩინეს.
როგორც გასულ პარასკევს "ასოშიეიტედ პრეს"-მა გადმოსცა ახალი ორლეანის (ლუიზიანის შტატი, აშშ) შემოგარენში, წყლებს უკვე მაღაზიაში ყიდულობენ და ონკანიდან ხელ-პირის დაბანვაზეც კი უარს ამბობენ, რადგან ყველას ეშინია იმ პარაზიტით დასნებოვნებისა, რომელიც ადამიანის ნერვულ სისტემას აზიანებს.
ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ოლქის მცხოვრებთა დაშოშმინებას, რომელიც აქტიურად ყიდულობს მაღაზიებში სასმელ და დასაბან წყალს და უარს ამბობს წყალმომარაგების ოფიციალურ სისტემაზე. ეპიდემიოლოგები ატარებენ განმარტებით გასაუბრებებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ხაზს უსვამენ, რომ დასნებოვნება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პარაზიტიანი წყალი მოხვდება ცხვირის ღრუში. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოების ზომებს უფრო იმკაცრებენ. გასულ სამშაბათს მათ ჩაატარეს საზოგადოებრივი კრება გამდინარე წყლის ვარგისიანობის თაობაზე.
1962 წლიდან აშშ-ში პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტით დასნებოვნების სულ 132 შემთხვევა დაფიქსირდა, თანაც თითქმის ყველა მათგანი დამთავრდა ლეტალური შედეგით. შემთხვევათა უმეტესობა მოხდა აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთში. 2011 წელს ლუიზიანაში ამ დაავადებისგან გარდაიცვალა ორი ადამიანი. ამების უკანასკნელი მსხვერპლი გახდა ოთხი წლის ბიჭუნა, რომელიც ამა წლის აგვისტოში გარდაიცვალა სწორედ წმ. ბერნარის ოლქში.