EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« აშშ თავის ისტორიაში ენერგოსისტემის ყველაზე მასშტაბური გამორთვისთვის ემზადება »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-09-27 15:34:55

აშშ თავის ისტორიაში ენერგოსისტემის ყველაზე მასშტაბური გამორთვისთვის ემზადება
offgridsurvival.com-ის ცნობით, აშშ-ში მიმდინარეობს სპეციალური სწავლებები ენერგოსისტემის მასშტაბური გამორთვის შემთხვევისთვის. სწავლებებში მონაწილეობას ღებულობენ სპეციალისტები კანადიდან და მექსიკიდან.
 
ფართომასშტაბიანი სწავლების მიზანია - გამოსცადონ აშშ-ში ელექტროსისტემის გამორთვის შემთხვევისთვის რეაგირების შესაძლებლობები. 
 
აშშ-ს მთავრობა ემზადება მსხვილმასშტაბიანი სწავლებებისთვის, რომელზეც შეიმუშავებენ მზადყოფნის პრინციპებს, მოახდენენ ელექტროსისტემის გამორთვის იმიტაციას. გამოკვლეული იქნება, რა შეიძლება მოხდეს, თუ ქვეყნის ელექტროსისტემა გამოირთვება როგორც ფიზიკური დაზიანებების, ასევე კიბერშეტევების შემთხვევაში.
 
მიიჩნევა, რომ ასეთი საფრთხე ძალზედ რეალურია, და ის შეიძლება აღმოცენდეს მძლავრი კიბერშეტევის დროს, რომელიც შეუძლია მიაყენოს ელექტრომაგნიტურ-იმპულსურ იარაღს, ან კიდევ ზემძლავრ აფეთქებას მზეზე. წარსულში ეს საშიშროება ძალზედ დეტალურად იყო განხილული. აშშ-ს ელექტროსისტემა ადვილად მისაწვდომია კიბერშეტევისთვის. შედეგად, რამოდენიმე კვირის, ან კიდევ რამოდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა ქვეყანა მოექცეს სრულ წყვდიადში. 
 
ამ ტიპის შეტევებისთვის მზადებისას ქვეყანას სურს შეამოწმოს ენერგოსისტემის სიმყარეს. სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ ათასობით დამხმარე მუშა, ანტიტერორისტული ექსპერტი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, გამოძიების ფედრალური ბიურო და სხვა სამთავრობო დაწესებულების წარმომადგენლები.
 
სწავლება GridEx 2013 დაგეგმილია 2013 წლის 13-14 ნოემბრისთვის, მასში მონაწილეობას მიიღებს 150-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია აშშ-დან, კანადიდან და მექსიკიდან.
 
ეს არის საგანგებო მზადყოფნის ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება აშშ-ს ისტორიაში. მონაწილეები გაივლიან სპეციალურ მომზადებას იმ შემთხვევისთვის, რომელიც მათ ქვეყნებში არასოდეს მომხდარა. მაგრამ ექსპერტები შიშობენ, რომ მსგავსი რამ გარდაუვალია, და საგანგებო სიტუაციის გაჩენა - ეს მხოლოდ დროის საკითხია.
 
სწავლებები წარმოადგენს იმგვარ ქმედებებს, რასაც უნდა მიმართონ სამი ქვეყნის მთავრობებმა, ენერგოსისტემის გამორთვის შემდეგ (ასევე მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭირო საქონლის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში), რომელიც აუცილებლად დადგება სავარაუდო მოვლენის შემდეგ.