EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჰონორეა განუკურნებელი ხდება »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-09-27 15:38:09

ჰონორეა განუკურნებელი ხდება
პირველად აგრესიული ჰონოკოკების გამოვლენის შესახებ ცნობა 2011 წელს მოვიდა იაპონიიდან. მაშინ ჰონორეას ახალ შტამს მიანიჭეს კოდი НО41. დღეისთვის ამ ჰონოკოკით დაავადებულნი არიან კალიფორნიაში, ჰავაის კუნძულებზე, ასევე ნორვეგიაში. ახალი ზელანდიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი თანამშრომლის ჰელენ ჰოფერნანის წინასწარი პროგნოზებით, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მალე შტამი ამ სახელმწიფოშიც აღმოაჩინონ. მოცემული მომენტისთვის აქ НО41-ის იზოლატები აღმოაჩინეს, რომლებიც ჯერ-ჯერობით მკურნალობას ექვემდებარება.
 
ჰონოკოკებმა პენიცინილისადმი წინააღმდეგობის უნარი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში მიიღეს, მაგრამ მეცნიერებმა მალევე შექმნეს სხვა პრეპარატი, რომელმაც, თავის მხრივ, დროთა განმავლობაში ზემოქმედების ეფექტურობა დაკარგა. დღეისთვის ჰონორეის თერაპიაში ალფა-პრეპარატს წარმოადგენს ანტიბიოტიკი ცეფტრიაქსონი. უმეტესწილად მას სხვა რომელიმე პრეპარატი ვერ ცვლის. ცეფტრიაქსონისადმი ჰონოკოკის სრული მდგრადობის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო დირექტივები განაწესებენ კომბინირებულ მკურნალობას, და ამ პრეპარატის გამოყენებას აზიტრომიცინთან ერთად ურჩევენ.
 
მაგრამ, შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დროს, ექიმები ყველაზე ეფექტურ საშუალებად მაინც პრეზერვატივების გამოყენებას მიიჩნევენ. სტატისტიკის თანახმად, საშიში შტამით დაავადებულთა შორის ჭარბობს ახალგაზრდობა. 2012 წელს იმავა ახალ ზელანდიაში ჰონორეით დაავადებულთა 60%-ზე მეტი მოზარდები და 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ.