EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ახალ ზელანდიაში ტყე მიწისკენ იხრება »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-27 15:42:41
როდესაც ამ ფოტოებს ათვალიერებ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება თითქოსდა ხეებს, რომლებიც უცნაურად არიან დახრილნი მიწისკენ, თავს საშინელი ქარიშხალი დაატყდათ. სინამდვილეში, ასეთი ფორმა ხეებს თავიდანვე უყალიბდებათ.
ხეები, რომლებიც ასე უცნაურად იზრდებიან ე. წ. "დახრილ კონცხზე" მდებარეობენ. თავიდან ადგიოლს "ნელი კონცხი" (Slow point) ეწოდებოდა, რადგან მის სიახლოვეს ძლიერი ქარები და დინებები აფერხებდნენ ახლოს ჩამავალ ხომალდებს.
ხეები, რომლებიც ამ კონცხზე იზრდება, მუდმივად ძლიერი ქარების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, და სწორედ ამიტომაც გამოიყურებიან ისინი ასე უცნაურად. "დახრილი კონცხი" - ეს არის ყველაზე სამხრეთი წერტილი ახალ ზელანდიაში. ადამიანები აქ არც ისე დიდი სიამოვნებით სახლდებიან, სამაგიეროდ ადგილობრივი ცხვრები თავს თავისუფლად გრძნობენ.