EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მსოფლიოს სამი საუკეთესო ბომბდამშენი »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი:

თარიღი: 2013-09-28 22:32:40

1. Northrop Grumman B-2 Spirit (აშშ)

შავი, ღამურას მსგავსი სტრატეგიული ბომბდამშენი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძვირადღირებული საჰაერო აპარატი. ერთი ბ-2-ის ფასი 3.5 მლრდ დოლარია. ასეთი ძვირადღირების გამო თვით აშშ-საც კი მხოლოდ 20 ერთეული ყავს შეიარაღებაში მიღებული. ამ აპარატის ექსპორტი არაა დაშვებული და მკაცრად კონტროლდება აშშ-ს ხელისუფლების მიერ. ბ-2 თითქმის შეუმჩნეველია რადარებისათვის თავისი დახვეწილი დიზაინის და სარადარო-შთამნთქმელი საფარის მეშვეობით. მისთვის ადვილია დღევანდელობაში არსებული ნებისმიერი სარადარო ბარიერის გადალახვა. ბ-2-ში გამოყენებულია ულტრათანამდეროვე სენსორული სისტემა, ავიონიკა და აეროდინამიკა. ბომბდამშენი ასევე აღჭურვილია ელექტრონული ომმწარმოებელი სისტემით. ბომბდამშენს მიაქვს დიდი რაოდენობით მძლავრი შეიარაღება. ბ-2-ს აქვს შესაძლებლობა ერთჯერადად წაიღოს 18 000 კგ წონის შეიარაღებაა-მათ შორის: ზუსტი მართვადი ბომბები, შორ მანძილზე მფრინავი რაკეტა-ბომბები, თერმობირთვული, თავისუფალ ვარდნაზე გათვლილი ბომბები და წყალბადის ბომბი. მოქმედების დიაპაზონი 12000 კმ-ს აღწევს ერთი საწვავის გამართვით. ბ-2 დღესდღეობით არის საუკეთესო ბომბდამშენი, რომელიც ოდესმე შექმნილა.

2. Tupolev Tu-160 (რუსეთი)

ტუ-160 (ნატოს კლასიფიკაციით Blackjack) არის ცივი ომის დროს შექმნილი ბომბდამშენი, რომელიც ამერიკული ბაზების დასაბომბად შეიქმნა. ტუ-160 არის ყველაზე დიდი და მძიმე ბომბდამშენი მსოფლიოში. ბომბდამშენს მიაქვს შეიარაღება საერთო წონით 40 000 კგ (40 ტონა), მათ შორის: შორს მოქმედი რაკეტები, ბირთვული ქობინით აღჭურვილი ბომბები, ატომური ბომბი, ზუსტი მართვადი ბომბები, ჩვეულებრივი, თავისუფალ ვარდნაზე გათვლილი ბომბები.. მოქმედების სპექტრი 14500 კმ-ს აღწევს. ზოგიერთი წყაროს ცნობით აშენებულია 39 ერთეული ტუ-160, თუმცა სხვა წყაროების თქმით რუსეთს მისი ძალიან მაღალი ღირებულების გამო შეიარაღებაში მხოლოდ 16 ერთეული ბომბდამშენი ყავს.
 
 
3. Rockwell B-1B Lancer (ამერიკა)
 
 
ბ-1ბ შეიარაღებაში 1986 წელს მიიღეს. ბომბდამშენში გამოყენებულია თანამედროვე ტექოლოგიები. მას შეუძლია ბირთვული ბომბის ტარება და სხვადასხვა მძლავრი სისტემების წყალობით შეუძლია მტრის რადარების “დაბრმავება”/მოტყუება. ბ-1ბ-ს შეუძლია 34000 კგ საერთო მასის შეიარაღების ტარება. დღეისათვის წარმოებულია 100 ერთეული ბ-1ბ, საიდანაც 70 ერთეული ამჟამადაც და 2030 წლამდეც დარჩება აშშ-ს შეიარაღებაში, სანამ მათ ახალი თაობის ბომბდამშენები არ ჩაანაცვლებენ.