EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კახა კალაძე - ზოგიერთ არასამთავრობოს ახირებას ჩვენი ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებთ. »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-30 00:32:52
2013-09-30
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ახირებას ჩვენი ქვეყნის ბედს, საქართველოს ენერგოგანვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ "ხუდონჰესის" საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კახი კალაძემ განმარტა, პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვისა და რეგიონისთვის. მისივე თქმით, მოსახლეობასთან დაიწყება მოლაპარაკებები და მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
"რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამ თემით წლებია მანიპულირებს. ჩვენ სახელმწიფოს გაგვაჩნია ინტერესი, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები განხორციელებულიყო. ხუდონი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული და სტატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად განვახორცილებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული", - აღნიშნა კახი კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"