EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა მოხდა დვანში +ვიდეო »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-30 01:00:26
2013-09-30
რუსეთის მიერ ახალი საოკუპაციო ხაზის გავლებამ დვანი ორ ნაწილად გაყო და რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. მოსახლეობა საკუთარ სახლებს სამშენელობლო მასალებად შლის და 100 მეტრის მოშორებით გადააქვს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას ე.წ. საზღვრის იქით დარჩენილი თავიანთი სახლების დემონტაჟსა და ნივთების გამოტანას, შუამავლის საშუალებით აიძულებენ - წარმომადგენელს, უგზავნიან, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღებების დირექტივების მიმტან-მომტანია.
ასამდე ჟურნალისტი გუშინ დვანის მოსახლეობას სწორედ იმ ტერიტორიაზე შეხვდა, სადაც დღეიდან, ქართველების გადაადგილება უკანონოდ ჩაითვლება.
“მიგვაჩნია, რომ მოძრაობა, პროტესტის დაფიქსირება, არასოდეს არ არის ზედმეტი, არასოდეს არ არის გვიან, იმიტომ რომ ხელისუფლებას ხალხმა არჩევნებით მიანიჭა მანდატი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების და ოკუპაციის შეჩერების.
ამ მანდატის განსახორციელებლად, გვინდა ვუთხრათ ჩვენს ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი ქმედითი ღონისძიება გამოიყენოს. ერთხელ იქნება გადმოწევა საზღვრის, ორჯერ თუ ათასჯერ, რამდენჯერაც იქნება, იმდენჯერ უნდა გაიგზავნოს საპროტესტო ნოტა, ყოველ წუთს უნდა გამოიხატოს პროტესტი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“,- ამბობს ჟურნალისტი მარიკა ბოჭორიძე.
დვანის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ პრობლემა მხოლოდ პროტესტის გამოხატვით ვერ მოგვარდება და ამ საკითხით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს.
"მიტოვებული სოფელია, მიტოვებული ვართ, შვილო, მე ეგრე მგონია, მიტოვებული რომ ვართ, მიტომ ბედავენ ამდენს. ჯერ ათი ჰექტარი მიითვისეს, რაც წაგვართვეს, მაგრამ მერე სადამდე მივა ეს ყველაფერი, არ ვიცი. აი, მთის კალთას რომ ხედავთ, მაგ მთის კალთასთან სკოლაა და მაგ სკოლის ეზოს რამდენიმე მეტრზე ბოძებს არჭობენ, საზღვარს აკეთებენ. როგორ გინდა, დედამ იქ გაუშვას შვილი?", - დვანში მცხოვრები ქალი.
სოფელ დვანში ქართველი ჟურნალისტების აქცია "არა მცოცავ ოკუპაციას“ გუშინ გაიმართა. მედიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული აქციის მიზანი ოკუპაციის გაპროტესტება, დვანის მოსახლეობის თანადგომა და საქართველოს ხელისუფლებისთვის ქმედითი ზომების გატარებისაკენ მოწოდება იყო.
ქართველმა ჟურნალისტებმა საოკუპაციო ზოლთან ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და რუსული ოკუპაცია ტრანფარანტებით გააპროტესტეს.