EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აკრძალული არქეოლოგია »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-30 01:45:58
ერთის მიხედვით, შორეულ წარსულში, ათეულობით, ან ასეულობით მილიონი წლის წინათც კი, დედამიწას უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ. მეორეს მიხედვით, ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია. ალბათ, ნივთები, რომელბიც ხელოვნურებს ჰგვანან, ან მომხვდურებმა დატოვეს, ან უძველესმა ცივილიზაციებმა.
კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, თანამედროვე მეცნიერების მესვეურებმა ამ არტეფაქტების შესახებ იციან, თუმცა მალავენ მათ, რადგან ეს ნივთები ნამდვილად იმაზე შეიძლება მიუთითებდნენ, რომ დედამიწაზე ვიღაც ჩვენზე ადრე იყო. ეს კი სამყაროს შესახებ არსებულ თეორიებს ეწინააღმდეგება. შდეგად არსებობს ე.წ. აკრძალული არქეოლოგია, რომელთა შესახებაც მხოლოდ რჩეულებმა იციან. სკეპტიკოსები, ბუნებრივია, კონსპირატორებს არ ეთნხმებიან. მათ არტეფაქტების გაყალბებაში, ან უცოდინარობაში ადანაშაულებენ, იმის რწმენით, რომ ყველაზე უფრო უცნაური არტეფაქტი სრულიად ბუნებრივი მიზეზებით შეიძლება გაჩნდეს, „მომხვდურების“ ან „ადრეულების“ გარეშეც.
ერთ-ერთ მუზეუმში წარმოდგენილია ოქროს სხმულები, რომელბიც თითქოს სწორკუთხა ფიგურებში არის ჩასხმული და რაღაც მექანიზმის ნაწილებს ჰგვანან. აღმოჩნდა, რომ მეტალის ასეთი „ნაკეთობები“, „ყვავილი“,“ძეწკვი“, მინერალური დანალექების ნაპრალებში თავისთავად „იზრდებიან“. ერთი გრძელი ნაპრალი – ძეწკვიც სახეზეა. ერთი დიდი ნაპრალი მეორე უფრო პატარას მართი კუთხით კვეთს – ესეც „ლურსმნის თავი“, ან სწორი ფორმის უფრო რთული ფიგურა. მეტალურ ჩანართებს ხშირ შემთხვევაში, კეთილშობილი ლითონებიდან იშვიათ ლითონებამდე, ქვანახშირში ნახულობენ.
ალუმინის კბილანასმაგვარი ნივთიც ალბათ ასეთი ქანებიდანაა. ჩაქუჩი? ზოგიერთ შახტაში მინერალური წყაროები ქვის გარსს ნებისმიერ სხეულს რამდენიმე კვირაშიც კი უკეთებენ. მუზეუმებში გაქვავებული ქალამნებიც კი ინახება. ვაზა? დოქი? არ არსებობს ამ ნივთების ნამდვილად არსებობის ზუსტი მტკიცებულობები. ბევრი ე.წ. არტეფაქტი მხოლოდ აღწერილობით ან ფოტოებითაა წარმოდგენილი. მართალსა და გამონაგონს ვერ გაარჩევ. როგორც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების(ამო) შემთხვევაში. ზოგს სჯერა მათი დედამიწზე მოფრენის, ზოგს არც ამის სჯერა და საერთოდ არაფრის